“მოზაიკას” გუნდი

“მოზაიკა’ არის პირველი სათემო რადიო გორში. მისი მიზანია, ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტის თემისთვის გახდეს ყველაზე სანდო მედია საშუალება, რომლის პროგრამები შესაბამისობაში იქნება თემის საჭიროებებსა და ინტერესებთან; მოახდინოს თემში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მათზე მსჯელობის დაწყებით, დღის წესრიგში დააყენოს ვითარების გაუმჯობესებაზე ზრუნვის აუცილებლობა; მიმდინარე მოვლენებისა და არსებული გარემოს ობიექტური გაშუქებით, ხელი შეუწყოს თემის კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებას.

 

“მოზაიკას” გუნდი 

 

imageვანცა დოლუაშვილი

გვანცა დოლუაშვილი არის გორის სათემო რადიოს „მოზაიკა“ დირექტორი. მან 2015 წელს დაამთავრა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ-ბიზნეს-სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა. პროფესიული განათლების მიღების პარალელურად, გვანცა თანამშრომლობდა სხვადასხვა მედია ორგანიზაციებთან. აქტიურად წერდა სტატიებს უმცირესობაში მყოფი ადამიანების პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ.

გვანცა არის „დემოკრატიის სკოლის“ კურსდამთავრებული. 2016 წელს ის გახდა NIMD-ის ჯილდოს “დემოკრატიის ლიდერი” მფლობელი.

მის პირად თუ პროფესიულ-სამსახურეობრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებების დაცვისა და საზოგადოების განვითარების, ტოლერანტობისა და სოლიდარობის საკითხები. მისი სურვილია, საკუთარი წვლილი შეიტანოს ადამიანებს შორის კეთილგანწყობილი ატმოსფეროს შექმნაში.

 

12510678_1122132414472437_677030281_oმიშა ჯაფარიძე

მიშა ჯაფარიძე გორის სათემო რადიოს „მოზაიკა“ ტექნიკური რედაქტორია. მიშა ბიზნესის მართვის მაგისტრია. მას ასევე დამთავრებული აქვს NIMD-ის „დემოკრატიის სკოლა“.

ამჟამად, მიშა ინტერნეტრადიო NEWRADIO.GE-ს ტექნიკური რედაქტორიც არის. აქვს ახალგაზრდებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადსახვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, მიშა ახორციელებდა პროექტებს თემის განვითარების მიზნით.

მიშას აინტერესებს პროგრამირება და ანალიტიკა.

 

 

12463732_1122131221139223_719837557_n

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიოს ,,მოზაიკა“ ჟურნალისტი. ნინო პროფესიით ჟურნლაისტია. პროფესიული განათლება მან სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მიიღო.

მედია საშუალებებთან თანამშრომლობა 2005 წლიდან დაიწყო. ამჟამად, ნინო მუშაობს ჟურნალში ,,ლიახვის ხეობა“,  რედაქტორად. ასევე ხელმძღვანელობს ორგანიზაციას ,,ქართული მედია ჯგუფი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიცაა. ნინო თანამშრომლობს ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთანაც (IWPR). ასევე არის ტრენერი გორის მედიასკოლაში, მედიისა და კინოდოკუმენტალისტიკის მიმართულებით.

ნინო 2012-2013 წლებში იყო NIMD-ის „დემოკრატიის სკოლის“ მსმენელი.

ის დაინტერესებულია სამოქალაქო საზოგადოების განვითარებით, ახალი მედიით, თანამედროვე ტექნოლოგიებით და პიარ-მენეჯმენტით.

 

 

izaიზოლდა ოქროპირიძე

იზოლდა ოქროპირიძე გორის სათემო რადიოს „მოზაიკა“ ჟურნალისტია. იზოლდას დამთავრებული აქვს ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგია – ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ, მან თანამშრომლობა დაიწყო სხვადასხვა ორგანიზაციებთან, ძირითადად, როგორც პროექტების კოორდინატორმა და მენეჯერმა.

რადიოში მუშაობის პარალელურად, იზოლდა თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციასთან „save the children“. ის ერთ-ერთი პროექტის ,,ომის შედეგად დაზარალებული თემების გაძლიერება შიდა ქართლში“ ინფორმაციის მენეჯერია.

იზოლდას დამთვარებული აქვს NIMD-ის “დემოკრატიის სკოლა”.

მისი სურვილია, წინ წამოწიოს იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემები და ხელი შეუწყოს მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 

 

12476678_1122132444472434_1920470551_oლადო ბიჭაშვილი

ლადო ბიჭაშვილს რადიოში  „მოზაიკა“ მიჰყავს გადაცემა ,,თვითმმართველობის დრო“.

ლადო ასევე არის ,,ადმიანის უფლებათა ცენტრის“ რეგიონული კოორდინატორი და ტელეკომპანია ,,თრიალეთის“ თოქ-შოუს წამყვანი.  ასევე ჩართულია ადამიანის უფლებების მონიტორინგის პროექტში, შიდა ქართლის მასშტაბით.

ლადო პროფესიით ჟურნალისტია. დამთავრებული აქვს სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. 2013-2014 წლებში იყო NIMD-ის „დემოკრატიის სკოლის“ მსმენელი.

მისი ინტერესის სფეროა პოლიტიკა.

 

 

naTiaნათია ომაძე

ნათია ომაძე არის გორის სათემო რადიოს „მოზაიკა“ გადაცემის „სოციუმი“ წამყვანი. ნათია პროფესიით ჟურნალისტია. მედია ორგანიზაციებთან თანამშრომლობა დაიწყო 1994 წლიდან. ის წლების განმავლობაში მუშაობდა, როგორც ბეჭდურ, ისე სატელევიზიო მედია საშუალებებში. მას აქვს პიარ-მენეჯერად მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება – 2008-2014 წლებში იყო  შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსი.

ნათია არის NIMD-ის „დემოკრატიის სკოლის“ კურსდამთავრებული. ამჟამად, მუშაობს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, თავმჯდომარის თანაშემწედ. ასევე არის „გორის გენდერის მედიაცენტრის“ ხელმძღვანელი

მისი სურვილია, საკუთარი წვლილი შეიტანოს ადამიანების მიერ სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობის გააზრებაში.

 

 

likaლიკა შამუგია

ლიკა შამუგია არის გორის სათემო რადიოს „მოზაიკა“ ჟურნალისტი. ლიკა პროფესიით ჟურნალისტია. ბეჭდურ მედიაში მუშაობის პარალელურად, წლების განმავლობაში, მუშაობდა ადგილობრივ მედია საშუალებებში, მუსიკალური/გასართობი გადაცემების წამყვანად და პროდიუსერად.

2009-2010 წლებში ლიკა მუშაობდა გორის ქალთა კამერულ გუნდთან, მსახიობად.

მას დაფუძნებული აქვს საქველმოქმედო ორგანიზაცია „ჩვენი სახლი – ახალი ინიციტივა“.  იგი ამ დრომდე აღნიშნული ორგანიზაციის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს. ასევე, დღემდე მუშაობს ქ. გორის მერიის კულტურის ცენტრში,  შემოქმედებითი ჯგუფის მეთოდისტად.

ლიკას უყვარს მუსიკა.

 

 

tamunaთამარ მჭედლიშვილი

თამარ მჭედლიშვილი არის გორის სათემო რადიოს „მოზაიკა“ ჟურნალისტი. თამარი 2001-2008 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტელე-რადიო ჟურნალისტიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს. 2013-2014 წლებში იყო NIMD-ის „დემოკრატიის სკოლის“ მსმენელი. წლების განმავლობაში, ის თანამშრომლობდა სხვადასხვა მედია საშუალებებთან – იყო რადიო „პირველის“ კორესპონდენტი და „თრიალეთის“ მუსიკალური გადაცემების წამყვანი.

თამარს აინტერესებს ადამიანური ურთიერთობები, ინდივიდუალური ისტორიები და გამოცდილებები. მას სურს, იცხოვროს ტოლერანტულ გარემოში და ცდილობს, საკუთარი საქმიანობით, ხელი შეუწყოს საზოგადოებაში დემოკრატიული ღირებულებების დანერგვას.

 

 

1620776_593916374017658_1152414383_nგიორგი ოგანესიანი

გიორგი რადიოში „მოზაიკა“ ჟურნალისტად მუშაობს. ის არის სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი.  სწავლის პარალელურად, გიორგი თანამაშრომლობს რეგიონულ მედია საშუალებასთან –  არის ტ/კ „დიას“ სპორტული ამბების ჟურნალისტი.

გიორგი ასევე კოორდინირებას უწევს საინიციატივო ჯგუფს „ბორჯომელი მოხალისეები“ და მათთან ერთად, ახალგაზრდებში სამოქალაქო კულტურის განვითარების ხელშეწყობას ცდილობს.

გიორგი დაინტერესებულია საქართველოს ისტორიის შესწავლით. სურს, იცხოვროს თავისუფალ და გაერთიანებულ საქართველოში.

 


12575844_993254937413086_223637376_nანა გოგოსაშვილი

ანა გოგოსაშვილი გორის სათემო რადიო „მოზაიკის“ ჟურნალისტია. ანა არის სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მე-3 კურსის სტუდენტი. პარალელურად სწავლობს NIMD-ის „დემოკრატიის სკოლაში“.

ანა მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაში „საქართველოს დემოკრატული განვითარებისთვის“, თემის მობილიზატორად. ამასთან ერთად, სტაჟირების კურს გადის „ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისში, იურისტის თანაშემწედ.

ანა ფიქრობს, რომ სიახლეებისადმი სწრაფვა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიქტი და ინტერესია.