რადიო “მოზაიკა” არის გორის სათემო რადიო, რომლის დამფუძნებელია ა(ა)იპ „სტუდია რე“. აღნიშნულმა ორგანიზაციამ პირველი სათემო რადიო გორში, დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ, სათემო რადიოების განვითარების მიზნით, დაფინანსებული პროექტის ფარგლებში დააფუძნა. გორში სათემო რადიოს შექმნის მიზანი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება და თემის წევრების გააქტიურებით, დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობაა.

რადიო „მოზაიკა“, როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი,  2015 წლის 24 დეკემბერს დარეგისტრირდა, თუმცა რადიოს გუნდმა მუშაობა დარეგისტრირებამდე 5 თვით ადრე დაიწყო – გუნდის წევრებმა გაიარეს ორთვიანი ტრენინგების ინტენსიური კურსი და ნოემბრიდან დაიწყეს სიუჟეტების, გადაცემების და რუბრიკების მომზადება.

„მოზაიკა“ წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, მოქმედი კანონმდებლობის,  საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და შიდა წესდების შესაბამისად.

უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციია „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ (NIMD) არის “მოზაიკის“ პარტნიორი. პარტნიორობის ფარგლებში, „მოზაიკის“ ოფისი განთავსებულია გორის „დემოკრატიის სკოლაში“.

“მოზაიკას” მიზნების, ფუნქციების და სტრატეგიის შესახებ, მეტი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ მისი სამაუწყებლო კონცეფციიდან.