12784572_10208721985750306_1032860698_n„1957 წელს დავიბადე. 10 წლის ვიყავი, როცა დედამ ბიძასთან წამიყვანა. ბიძაჩემი ჰოლანდიელი სამხედრო იყო. მან გერმანიაში ის სამხედრო ბაზა მაჩვენა, რომელსაც გერმანია რუსეთის ოკუპაციისგან უნდა დაეცვა. მაშინ ვინმეს რომ ეთქვა, წლების შემდეგ იმ ქალაქში ჩახვალ, სადაც სტალინი დაიბადაო ან იმ ქვეყანაში, რომლის ნაწილი რუსეთის მიერ ქინება ოკუპირებულიო, ვერაფრით დავიჯერებდი. მაგრამ მე დღეს ვარ აქ – იქ, სადაც ჩვენი ორგანიზაცია უკვე წლებია, განათლების პროგრამას ახორციელებს“, – ჰანს ბრუნინგმა,  NIMD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ამ სიტყვებით გორის „დემოკრატიის სკოლის“ კურსადამთავრებულებსა და მსმენელებს მიმართა.

საერთაშორისო ორგანიზაციის „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი აუდიოტორიას დემოკრატიის მშენებლობისა და ამ პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ დემოკრატიის უზრუნველყოფა რომელიმე კონკრეტული სექტორის ვალდებულებაა. არ უნდა მივიჩნიოთ, რომ მის მშნებელობაზე ზრუნვა, მაგალითად, ბიზნეს სექტორის ან თუნდაც მთავრობის მოვალეობაა. თუ ჩვენ გვინდა დემოკრატია, უნდა გავიაზროთ, რომ მის მშენებლობაში ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს. ჩვენი წილი უნდა ვიტვირთოთ და ამით ხელი შევუწყოთ დემოკრატიის მშენებელობას, განვითარებას და გაძლიერებას.“

ჰანს ბრუნინგმა განსაკუთრებული ყურადღება დემოკრატიის ინკლუზიურობის აუცილებლობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ უმცირესობაში და უმრავლესობაში მყოფი ადამიანების ინტერესებისა და უფლებების თანაბრად დაცვა დემოკრატიის მთავარი მახასიათებელია.

„დემოკრატია არის ყველას კუთვნილება. ის უნდა ეკუთნოდეს როგორც უმრავლესობას, ისე უმცირესობას; როგორც მთავრობას, ისე ოპოზიციას; როგორც ქალებს, ისევე კაცებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატია იყოს ინკლუზიური.“

დემოკრატიის მნიშვნელობასა და NIMD–ის საქმიანობაზე მოკლე მოხსენების გაკეთების შემდეგ, შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

პირველი კითხვა  გოგა აფციაურმა, „დემოკრატიის სკოლის“ კურსდამთავრებულმა და ჟურნალისტმა დასვა.

„მართალია, ახალგაზრდა თაობა იმდენად კარგად ფლობს ინგლისურ ენას, რომ შეუძლია პროფესიული ლიტერატურა ორიგინალში იკითხოს, მაგრამ ვარსებობ მე და ჩემი თაობის სხვა წარმომადგენლები, რომლებსაც ენობრივი ბარიერი ხშირად სასურველი ლიტერატურის გაცნობის შესაძლებლობას გვიზღუდავს. აპირებს თუ  არა NIMD პროფესიული ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნის კუთხით, აქტიური მუშაობის დაწყებას?” – იკითხა აფციაურმა.

მის პასუხად, ჰანს ბრუნინგმა განაცხადა, რომ დემოკრატიული მმართველობისა და ღირებულებების შესახებ ცოდნის გავრცელებაზე ზრუნვის მთავარი ვალდებულება სახელმწიფოს აქვს.

„ჩვენი როგანიზაციის პროგრამა „დემოკრატიის სკოლები“ არის ერთ–ერთი, რითაც ჩვენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებს ვაძლევთ ცოდნას დემოკრატიული მმართველობისა და დემოკრატიული ფასეულობების შესახებ. ამის პარალელურად, ჩვენ ვთრაგმნით ლიტერატურასაც, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ განათლებისა და ცოდნის გავრცელება არის სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობა. მან უნდა უზრუნველყოს დემოკრატიული ღირებულებების, მმართველობისა თუ პოლიტიკის შესახებ ცოდნის გავრცელება, როგორც საშუალო, ისე უმაღლეს სასწავლებლებში“.

შეხვედრის დასასრულს, ნინო ბერიანიძის, „დემოკრატიის სკოლის“ მსმენელისა და გორის მერიის თანამშრომლის კითხვის პასუხად, ბრუნინგმა განაცხადა:

„მთავარი, რაც საქართველოში დემოკრატიის მშენებლობას ართულებს, არის ეკონომიკური განვითარების არასახარბიელო ტემპი.“

ჰანს ბრუნინგთან ერთად, გორში იმყოფებოდა NIMD–ის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ლევან ცუვქირიძეც. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო შეძლებს  დაამტკიცოს, რომ ასეთ პატარა ქვეყნას ნამდვილად შეუძლია სამაგალითო დემოკრატიის მშენებლობა და მისი შენარჩუნება.

12769623_1559828414331052_1645214838_nNIMD–ის წარმომადგენლობა, გორში ჩამოსვლამდე, ხურვალეთში იმყოფებოდა. ორგანიზაციის აღამსარულებელი დირექტორი საოკუპაციო ხაზთან მივიდა და იქ შექმნილ ვითარებას გაეცნო. ნანახის კომენტირებისას კი თქვა:

„თითოეულმა თქვენგანმა ხმამაღლა უნდა ისაუბროთ იმ უსამართლობაზე, რაც ხდება. თქვენ უნდა ეცადოთ, რომ თქვენი ხმამაღალი და აქტიური საუბრით მიიპყროთ მხოფლიოს შედარებით უფრო განვათირებული ნაწილის ყურადღება.  ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ არ დაკარგოთ და მეტიც, გაზარდოთ ის მხარდაჭერა, რომელიც თქვენი ინტერესების დაცვაში დაგეხმარებათ.“

NIND-ის აღმასრულებელი დირექტორი გორში და ხურვალეთში 25 თებერვალს იმყოფებოდა.  1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს გასაბჭოება მოხდა. დღეს ამ თარიღზე ყურადღება არაერთხელ გამახვილდა და აღინიშნა, რომ ევროპა ყოველთვის იძლევა იმის მაგალითს, რომ ომისგან განადგურებულ ქვეყნებსაც კი, სურვილის და მონდომების შემთხვევაში, განვითარება და გაძლიერება შეუძლიათ.

12769395_1559828560997704_722786839_n

12596447_1559825740997986_1001432621_n

12767296_1559827787664448_611497046_n

ავტორი: გვანცა დოლუაშვილი

ფოტო: იზა ოქროპირიძე