მაღაროელების მხარდასაჭერად გორში აქცია გაიმართება

ტყიბულელი მაღაროელების მხარდასაჭერად, 29 თებერვალს გორში აქცია გაიმართება. სოციალურ ქსელით, აქცია თამარ თედლიაშვილმა, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა დაანონსა:

დიახ, ტყიბულელ მეშახტეებს აქვთ გორელების სიტყვიერად  ხმამაღალი განაცხადით გამოხატული მხარდაჭერა!
მოქმედების დროა! ორშაბათს, 29 თებერვალს დავდგეთ ერთმანეთის გვერდით და კიდევ ერთხელ, მშვიდობიანი აქციით დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ტყიბულში მიმდინარე პროცესების მიმართ! არა ძალადობას მშრომელებზე

გაფიცული მაღაროელების მხარდასაჭერად,  მოქალაქეები აქციის გამართვას  ორშაბათს, 18:00 საათზე,  გორის თეატრის წინ გეგმავენ.

სოციალურ ქსელში ვრცელდება მოქალაქეთა ფოტოებიც, რომლითაც ისინი მაღაროელებს მხარდაჭერას უცხადებენ.

12782023_1021841971222438_674081116_n
12769387_1055319964524358_270540285_n                                                                                                    12767344_1055306627859025_806365669_n