ავტორი: გვანცა დოლუაშვილი

 

ტყიბულელი მეშახტეების მხარდასაჭერად გორში აქცია გაიმართა. გაფიცული მაღაროელების მიმართ საკუთარი სოლიდარობის გამოსახატავად, თეატრის ეზოში სხვადასხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

IMG_0183

“სოლიდარობა მეშახტეების”, “მუშა არ არის მონა”, “მოვითხოვთ შრომის ინპექციას”, –  სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. ისინი მაღაროელებს მოუწოდებენ, არ შეწყვიტონ ბრძოლა საკუთარი უფლებების დასაცავად.

IMG_0194“ყოველდღიურად, ტყიბულში ირღვევა მუშების უფლებები, მათ შახტაში ჩასვლისას, არ იციან ამოვლენ თუ არა იქიდან ცოცხლები. მხოლოდ 2007-2014 წლებში გარდაიცვალა 314 მუშა და 500-ზე მეტი მძიმედ დაშავდა. დამეთანხმებით, ეს კატასტროფული სტატისტიკაა, მით უფრო, ჩვენი დემოგრაფიული პრობლემების ფონზე.  მეშახტეებს სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. დროა,  კომპანიამაც და სახელმწიფომაც გაიაზროს, რომ მუშა არ არის მონა და თითოეულმა მეშახტემ უნდა მიიღოს მისი ნიჭის და ენერგიის შესაბამისი ანაზღაურება”, – განაცხადა ნოდარ ეცადაშვილმა, “მწვანე მუშტის” წარმომადგენელმა.

აქციაზე თამარ თედლიაშვილი, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატიც იმყოფებოდა.  თედლიაშვილი მოქალაქეებს ცარიელი ტრანსფარანტით შეუერთდა და განაცხადა:

IMG_0191“მე ხელში მიჭირავს ტრანსფარანტი, რომელზეც არაფერი წერია. ეს არის სიმბოლო ხელიუსფლების პასუხისა, რომელსაც ამ დრომდე ადეკვატური პასუხი არ გაუცია საკუთარი მოქალაქეებისთვის, რომლებიც მე–17 დღეა გაფიცულები არიან და შრომითი უფლებების დაცვას ითხოვენ. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, გაიაზროს მეშახტეების მოთხოვნების ლეგიტიმურობა და შეასრულოს ეფექტური მედიატორის როლი კომპანიასა და მეშახტეებს შორის”.

მაღაროელებს სოლიდარობა გამოუცხადეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმაც.

IMG_0202“მაღაროელების მოთხოვნები არის რეალური და სამართლიანი. ისინი ითხოვენ ნორმალურ სამუშაო პირობებს და შესაბამის ანაზღაურებას; ითხოვენ ადამიანობის, კეთილდღეობის, სიცოცხლის დაცვის უფლებას. მე აქ მოვედი, რომ კიდევ ერთხელ გამოვუცხადო მათ მხარდაჭერა.  საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ მეშახტეები, ის მშრომელი ხალხი კვლავაც უსამართლობის მსხვერპლად დარჩნენ”, – განაცხადა კატო ქოთოლაშვილმა, გორის ახალგაზრდული მოძრაობის “დროა” წევრმა.

ტყიბულელ მეშახტეებს სოლიდარობა გამოუცხადეს სტუდენტებმა, ჟურნალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგნელბმაც. აღინიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ისინი მაღაროელების მხარდასაჭერად ქუჩაში მომავალშიც გამოვლენ.

   IMG_0186          IMG_0180                  IMG_0190

IMG_0199                             IMG_0209                                                              IMG_0196                                                                           IMG_0208

IMG_0181

IMG_0215                                                                    IMG_0218

IMG_0164