გამოკითხვის შედეგებით მოქალაქეთა რჩეული სკოლა გამოვლინდა

სკოლების შესახებ ერთკვირიანი გამოკითხვა  რადიო ,,მოზაიკის“ ვებგვერდზე დღეს დასრულდა.  გამოკითხვაში სულ 16, მათ შორის 4 კერძო სკოლა მონაწილეობდა.  საკუთარი პოზიცია ხმის მიცემით სულ 32 – მა მომხმარებელმა დააფიქსირა. გამოკითხულთა  ყველაზე დიდი მხარდაჭერა  25 %, ანუ 8 ხმა, სკოლა ,,თამარიონმა“ მოიპოვა. დანარჩენ სკოლებზე გამოკითხვის შედეგები კი ასე გამოიყურება.

  • სსიპ გორის №1საჯარო სკოლა (9%, 3 ხმა)
  • სსიპ გორის №2 საჯარო სკოლა (9%, 3 ხმა)
  • სსიპ გორის №12 საჯარო სკოლა (9%, 3 ხმა)
  • სსიპ გორის №7 საჯარო სკოლა (9%, 3 ხმა)
  • სსიპ გორის №8 საჯარო სკოლა (9%, ხმა)
  • სსიპ გორის №11 საჯარო სკოლა (6%, 2 ხმა)
  • სსიპ გორის №10 საჯარო სკოლა (6%, 2 ხმა)
  • წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმი (6%, 2 ხმა)
  • სსიპ გორის №6 საჯარო სკოლა (3%, 1 ხმა)
  • ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის (სასულიერო) გიმნაზია.(3%, 1 ხმა)
  • სსიპ ვაჟა -ფშაველას სახელობის ქ. გორის #9 საჯარო სკოლა (3%, 1 ხმა)
  • სსიპ გორის №5 საჯარო სკოლა (0%, 0 ხმა)
  • სსიპ გორის №4 საჯარო სკოლა (0%, ხმა)
  • საერო კოლეჯი (0%, 0 ხმა)
  • სსიპ გორის №3 საჯარო სკოლა (0%, 0 ხმა)

 

რადიო ,,მოზაიკა“ საკუთარ ვებგვერდზე სივრცეს, სხვადასხვა აქტუალური საკითხების შესახებ, გამოკითხვას პერიოდულად უთმობს. ამჯერად კი პროცესი მედიასაშუალებამ სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცის დაწყებასთან დაკავშირებით აწარმოა,  რომელიც  4 აპრილიდან დაიწყო. 18 აპრილის ჩათვლით რეგისტრაცია შეეძლება მხოლოდ იმ კატეგორიის მოსწავლეებს, რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია და რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. რეგისტრაციის მეორე ეტაპი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე დაიწყება 4 მაისს. 25 მაისი ჩათვლით დარეგისტრირება შეეძლებათ ყველა დანარჩენ მოსწავლეს.