შეხვედრა-დისკუსია გენდერული თანასწორობის თემაზე

რა არის გენდერული თანასწორობა და რა მნიშვნელობა აქვს მას ქვეყნის განვითარებისთვის, რა უშლის ხელს საქართველოში გენდერულ თანასწორობას და რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში გენდერული ბალანსის აღსადგენად, რატომ უნდა მივცეთ ხმა ქალებს  და რატომ უნდა გაიზარდოს მათი რიცხვი გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე – ეს იყო ის ძირითადი საკითხები, რომლებზეც 9 აპრილს გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრის მოხალისეები მსჯელებდნენ გორის გენდერის მედიაცენტრის ხელმძღვანელთან ერთად.

12966533_1350872394928896_1829687786_n

შეხვერდა-დისკუსია  გორის გენდერის მედიაცენტრმა გამართა პროექტის ,,ხმა მიეცი თანასწორობას“ ფარგლებში. დისკუსიის მიზანია  ცნობიერების ამაღლება და გენდერული დისბალანსის გამომწვევი მიზეზების გააზრების ხელშეწყობა  ახალგაზრდებში.

პროექტს  ,,ხმა მიეცი თანასწორობას“ ა/ო ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“  და გორის გენდერის მედიაცენტრი ახორციელებს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ( USAID)  და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ( IFES) მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობაში