“პოლიტიკა და დემოკრატია” – წიგნის პრეზენტაცია

ავტორი: ლიკა შამუგია

საერთაშორისო ორგანიზაციამ „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ (NIMD) წიგნების სერიის გამოშვებას დაიწყო. “პოლიტიკა და დემოკრატია – აუცილებელი საკითხავი“ – ასე ქვია პირველ წიგნს, რომელიც უკვა გამოიცა და რომლის პრეზენტაციაც 25 აპრილს, გორში გაიმართა.
იდეის ავტორი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, პირველი წიგნი ტიტულოვან გამოცემებში გამოქვეყნებული გავლენიანი პოლიტიკური სტატიების ქართული თარგმანების კრებულს წარმოადგენს და მკითხველი მას იმ ქალაქებში გაიცნობს, სადაც NIMD-ის დემოკრატიის სკოლები ფუნქციონირებს. ესენი გახლავთ: თელავი, ქუთაისი გორი და ბათუმი.
გორში გამართულ პრეზენტაციაზე, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომედგენლებმა ფართო აუდიტორიას წიგნში შესული სტატიების შესახებ საკუთარი მოსაზრებები და შთაბეჭდილებები გაუზიარეს.

მარიამ ჩიხლაძე ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის, დემოკრატიის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი:

,,პრეზენტაციაზე შევარჩიეთ ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკა, დემოკრატიზაცია, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, საერთაშოისო ურთიერთობები და პოლიტიკური იდეები აინტერესებს. გავუნაწილეთ აღნიშნულ წიგნში შესული სტატიები და მათ მცირე მოხსენებები მოამზადეს, გადმოსცეს საკუთარი შთაბეჭდილება სტატიების შესახებ. ვფიქრობ, საინტერესო ფორმატი გამოვიდა, რადაგან სხვისი შთაბეჭდილება შეიძლება ერთგვარი პროვოკატორი იყოს დამსწრე საზგოადოებისთვის და მეტი ინტერესი გააჩინოს მკითხველში.‘’

წიგნში “პოლიტიკა და დემოკრატია – აუცილებელი საკითხავი“ წარმოდგენილი სტატიების უმრავლესობა, სხვადასხვა დროს, ჟურნალ Foreign Affairs-ში დაიბეჭდა. პირველ გამოცემაში მკითხველს საშუალება აქვს გაეცნოს შემდეგ სტატიებს: სამუელ ჰანტინგტონის ,,ცივილიზაციათა შეჯახება?’’, ფარიდ ზაქარიას ,,საუბარი ლი კუან იუსთან’’, კიმ დე ჯუნის ,,კულტურა ბედისწერაა?’’, ისაია ბერლინის ,,მდუმარება რუსულ კულტურაში’’, ჯორჯ კენანის ,,საბჭოური მმართველობის სათავეები’’, ფარიდ ზაქარიას ,,არალიბერალური დემოკრატიის აღმასვლა’’ და ფრენსის ფუკუიამას ,,ისტორიის დასასრული?’’.
გვანცა დოლუაშვილი ერთ ერთი იყო მომხსენებლებს შორის, რომელმაც საკუთარი მოსაზერება საზოგადოებას გააცნო:

“მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა, ფართო აუდორიისთვის გამეზიარებინა ჩემი შეხედულებები 1994 წელს კიმ დე ჯუნის მიერ დაწერილი სტატიის შესახებ. სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი და ნობელის პრემიის ლაურეატი სტატიით “კულტურა ბედიწერაა?!” გვეუბნება, რომ დემოკრატია არ არის კონკრეტული ნაციის, ქვეყნის თუ კონტინენტის მონაპოვარი. სხვადასხვა ისტორიული ფაქტების მოშველიებით, კიმ დე ჯუნი გვეუბნება, რომ დემოკრატია არის ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილება, რომლისკენაც თითოეული ჩვენგანი ცნობიერად თუ არაცნობიერად მივისრწაფვით. ვფიქრობ, რომ ამ სტატიის ხელმისაწვდომობა ქართულენოვანი საზოგადოებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ის პასუხობს ბევრ იმ არგუმენტს, რომლითაც ჩვენი საზოგადეობის გარკეული ნაწილი დღემდე ცდილობს დემოკრატიულ მმართველობას დაუპირისპირდეს.”

შეხვედრას, რომლის ორგანიზატორი გორის „დემოკრატიის სკოლის“ კოორდინატორი ზაზა ჭიპაშვილი გახლდათ, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.