ხატია საბანაძე: ოჯახი რომ ჩამომაშორონ, ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირი იქნებოდა

13288876_1794445410785814_1740399628_n“ყველას უნდა სწავლა, მერე მუშაობა … ვერც ვისწავლე, ვერც ვმუშაობა. ვარ ამჟამად სახლში და ოჯახს ვუვლი”, – ამბობს ხატია საბანაძე, რომელიც ახლა 31 წლის არის და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სათემოში ცხოვრობს.

ხატიამ გვითხრა, რომ განათლება ოჯახში არსებული პრობლემების გამო ვერ მიიღო. ფიქრობს, რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საკუთარ შვილებს პიროვნული და პროფესიული განვითარების საშუალება მისცეს.

https://soundcloud.com/radiomosaic/alvy5cldr3kt?in=radiomosaic/sets/obljkdyzb3v0

რუბრიკა მომზადებულია “ქალთა ფონდის” მიერ დაფინანსებული პროექტის “ქალები ქალაქს მიღმა” ფარგლებში. პროექტის მიზანია, იმ გარემოებების გამოვლენა, რომლებიც განსაზღვრავენ სოფლად მცხოვრები ქალების ცხოვრებას.