11

“მომავლის რწმენა დაკარგული მაქვს.  ჩემი შვილები მაინც რომ მოესწრებიან კარგ ცხოვრებას, ამაზეც არ ვფიქრობ. ყველაზე მთავარია, სამსახურები იყოს და დაცული იყოს შრომითი უფლებები, რაც საქართველოში არ არის.  მაგალითად, მე ვმუშაობდი მე-5 ქვეით ბრიგადაში დამლაგებლად, რატომ უნდა წამოვსულიყავი, როცა შემეძლო მემუშავა და პენსიაც ამეღო?!” – გვითხრა ქეთევან შიუკაშვილმა, რომელიც ახლა 61 წლის არის და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბნავისში ცხოვრობს.

 

 

https://soundcloud.com/radiomosaic/4bns3eskw9y6

 

რუბრიკა მომზადებულია “ქალთა ფონდის” მიერ დაფინანსებული პროექტის “ქალები ქალაქს მიღმა” ფარგლებში. პროექტის მიზანია, იმ გარემოებების გამოვლენა, რომლებიც განსაზღვრავენ სოფლად მცხოვრები ქალების ცხოვრებას.