საქველმოქმედო ღონისძიება გორში

ავტორი: ანა გოგოსაშვილი

 

გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრში დღეს ლიტერატურული სპექტაკლი ,,ამ მიწის ბედი ჩემი ბედია’’ დაიდგა.  სპექტაკლი, რომელიც გოდერძი ჩოხელის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე აგებული, რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა და იზა ვეფხვაძემ წარმოგვიდგენა. ღონისძიება საქველმოქმედო იყო და შეგორვილი თანხა ნიკა ჩოხელის ანგარიშზე ჩაირიცხა. ღონისძიების შესახებ რადიო “მოზაიკასთან” კომენტარები გააკეთეს ანა იმნაძემ და ანზორ გვაძაბიამ.