გამოცდის შემდეგი ფიქრები

603800_952134268162510_410125035508041793_n

 

ავტორი:

ანიტა ჩეხუცკაია

 

 

 

 

უდავოა, რომ ჩემი ცხოვრების მანძილზე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მომენტი მქონია, თუმცა მათგან ყველაზე მეტად მაინც ეროვნული გამოცდების პერიოდს გამოვყოფ – პერიოდს, როდესაც ხურავ შენი ცხოვრების ერთ ეტაპს და გადადიხარ ახალ საფეხურზე, რომელზეც მთელი  შენი ცხოვრებაა დამოკიდებული.

დამეთანხმება ყველა აბიტურიენტი, რომ ეს მეტად რთული პერიოდია ,როგორც ბავშვისთვის, ასევე მისი ოჯახის წევრებისთვის.

მე ვფიქრობ, რომ ეროვნულ გამოცდებისთვის მოსწავლეები ყველაზე მეტად ფსიქოლოგიურად უნდა მოემზადონ, რათა უშულოდ გამოდის დღეს მთელი წლის განმავლობაში მიღებული ცოდნის კონცენტრირება შეძლონ.

წინ წლებშიც ძალიან ბევრჯერ მსმენია, რომ კარგი ცოდნის მქონე აბიტურიენტსაც კი ვერ მიუღია გამოცდებზე შესაბამისი შედეგი. ეს სწორად იმის ბრალია, რომ აბიტურიენტს აკლია ფსიქოლოგიური მზაობა.

სამწუხაროა, რომ დღეს ამას ძალიან ცოტა თუ აქცევს ყურადღებას. ჩემთვის გამოცდების ჩაბარება არ იყო ისეთი რთული, როგორც წინასაგამოცდო პერიოდი. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების თანადგომაა. ამ დროს მოსწავლე ყველასთან საუბარში ცდილობს, დაიჭირო ის მომენტი, რომელიც განცდებს, ფორიაქს შეუმსუბუქებს. ეს კი, სულ უცხო ადამიანის გამამხნევებელმა სიტყვამაც კი შესაძლოა მოახერხოს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდში გამოცდას გადიან ის ურთიერთობები, რომლებიც მეგობრებთან, ახლობლებთან თუ ოჯახის წევრებთან გვაკავშირებს.

წინასაგამოცდო პერიოდისთვის არც შიშია უცხო. ამ შიშს კი, თავისმხრივ, განაპირობებს ის, რომ არ ვიცით, რა გველის გამოცდაზე, ვერ ვაფასებთ ჩვენს ცოდნას რეალურად, გადაღლილ გონებაზე ბოლო დღეებში ვცდილობთ გადავიმეოროთ მთელი მასალა, რაც ვგრძნობთ, რომ უშედეგოა და შიშის გრძნობაც გვიძლიერდება.

დასასრულს კი ვიტყვი, რომ გამოცდებზეც ხშირად სტერეოტიპულად ვმსჯელობთ. სამწუხაროა, რომ მხოლოდ გამოცდების შემდეგ მივხვდი, “ყველაფერი არც ისე ცუდად ყოფილა”, “ტყუილად ვნერვიულობდი”. მე ყველას ვურჩევ, რომ არასდროს იმსჯელონ სხვისი გამოცდილებით. დროა, რომ ამ საკითხშიც დაიმსხვრეს სტერეოტიპები! ამ პერიოდში სულ ერთი ფრაზა უნდა ვიმეოროთ “მე ეს გამომივა, მე ეს უნდა გავაკეთო!”.

 

12744473_1555866714741766_3794593410485816148_n

 

რუბრიკაში “ქალაქის ხმა” ავტორების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს შესაძლოა არ იზიარებდეს გორის სათემო რადიო “მოზაიკას” რედაქცია