„გზავნილი სოფლიდან“ არის პირველი პუბლიკაცია, რომელიც გორის სათემო რადიო „მოზაიკის“ მიერ გამოიცა. პუბლიკაცია, რომელიც სოფლად მცხოვრებ ქალთა ისტორიების კრებულს წარ­მოადგენს, ერთ მთავარ მიზანს ემსახურება – გამოკვეთოს ის გარემოებები, რომლებიც განსაზღვრავენ ქალაქებს მიღმა მცხოვრები ქალების ყოფას, მათ ყოველდღიურობას.

„მოზაიკამ“ პუბლიკაცია „ქალთა ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტის „ქალები ქალაქს მიღმა“ ფარგლებში დაბეჭდა. პუბლიკაციას თან ერთვის პროექტის ფარგლებში შეგროვებულ ისტორიათა აუდიო კრებული.

აუდიო კრებულისა და პუბლიკაციის პრეზენტაცია 23 ივლისს, ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში მოხდა. ღონისძიებაზე სოფლად მცხოვრებ ქალთა ყოველდღიური ყოფის ამსახველი ფოტოებიც იყო გამოფენილი.

„მოზაიკას“ სურს, საკუთარი მუშაობით, ქალებს გააქტიურებასა და გაძლიერებაში დაეხმაროს. ამ მიზნით, რადიოს გუნდი ქალთა საკითხებზე მუდმივად იმუშავებს და შეეცდება, მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვის პროცესში ეტაპობ­რივად გაზარდოს თემის წევრების ჩართულობა.

„მოზაიკა“ არის თანასწორობის იდეის ერთგული. შესაბამისად, რადიოს აქტივობები ყოველთვის თემის წევრებს შორის თანასწორობის მიღწევისა და უზრუნველყოფისკენ იქნება მი­მართული.

1d966e9d-6a0a-4ad3-8a58-53a8f930379e

 

6b5f3583-0b0e-4666-ad8d-f0145d721328

 

64ebcb6e-f172-408f-8daf-eaa7b2bf034b

 

8769110d-3961-4e9c-80a0-bc5f0f64576b

 

bcbb32e0-05d3-4938-bd31-d0a03d63d048

 

fd6427b1-9081-4bfb-8df0-a15261059424

 

ფოტოები: ლიკა შამუგია