სოსო მიქელაძე: მეგობრებისგან ვიცოდი, რომ გორში ბევრი მისმენს

სოსო მიქელაძე დღეს გორელი გულშემატკივრების შეკითხვებს პასუხობდა. შეხვედრას, რომელსაც გორში არტ-კაფემ უმასპინძლა, სხვადასხვა თაობის ადამიანები დაესწრნენ. მათი ნაწილი თვლის, რომ მომღერალი ქალაქში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ზოგიერთ მათგანს კი როგორც აღმოჩნდა სიმღერებზე მეტად მისი ტრენინგები ახსოვს.

შესაბამისად, დღეავნდელ შეხვედრაზე სტუმარმა, მუსიკასთან ერთად სხვადასხვა სატრენინგო თემაზეც გაამახვილა ყურადღება. თუმცა შეკითხვები დამსწრეთა მხრიდან ძირითადად სიმღერებს ეხებოდა. მომღერალი მსმენელებს მალე ახალ სიმღერას შესთავაზებს, რომელიც პატრიოტიზმს და ქართველ ხალხს ეხება.  სამომავლო გეგმების გაცნობის შემდეგ სოსო მიქელაძემ გულშემატკივრების თხოვნით, არტ-კაფეში რამდენიმე სიმღერა შეასრულა.