მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამა

სახელმწიფო მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამას ახორციელებს. პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და წარმოებული თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა, ასევე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კაპიტალური ინვესტირების განხორციელება და მეპაიეთა კვალიფიკაციის ამაღლება.

დეტალურ ინფორმაციას პროგრამის შესახებ “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი” ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ მათ, ვინც:

  1. საქმიანობას ახორციელებს მეფუტკრეობის დარგში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია ბიზნესოპერატორად;
  2. საქმიანობას ახორციელებს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონისა და კოოპერატივის წესდების შესაბამისად;
  3. განაცხადის წარდგენის მომენტისათვის განმახორციელებლისგან არაქვს მიღებული რეკომენდაცია საქმიანობაში დაფიქსირებული ხარვეზის გამოსწორების შესახებ ან/და მსგავსი რეკომენდაცია მიღებული აქვს და ხარვეზი გამოასწორა;
  4. მეპაიეთა რაოდენობა იმ სოფლებში, თემებსა და დაბებში, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“  საქართველოს კანონის მოქმედება, არ არის 5-ზენაკლები, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე – 11-ზე ნაკლები;
  5. იმ შემთხვევაში, თუ წევრები არიან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, მეპაიეთა რაოდენობა იმსოფლებში, თემებსა და დაბებში, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების  განვითარების შესახებ“  საქართველოს კანონის მოქმედება, არარის 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე ნაკლები, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე – 5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე ნაკლები;
  6. არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება;
  7. არ გააჩნია ვადაგადაცილებული საკრედიტო დავალიანება;
  8. სკების მოთხოვნის  შემთხვევაში იმ მაღალმთიან დასახლებებში რომელზეც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება  საკუთრებაში აქვს არანაკლებ 30,  ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე რეგისტრირებული კოოპერატივების შემთხვევაში – არანაკლებ 60  სკა.
  9. თაფლის საწურების (ციბრუტების ) და თაფლის შესანახი  ავზების მოთხოვნის შემთხვევაში  იმ მაღალმთიან დასახლებებში რომელზეც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება საკუთრებაში აქვს არანაკლებ 200, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე არანაკლებ 400 სკა
  10. პროგრამაში მონაწილეს შეუძლია კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში მოითხოვოს ნებისმიერი მისთვის  სასურველი აღჭურვილობა როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე.იმ მონაწილეს რომელსაც ამ პროგრამის ფარგლებში უკვე გადაეცა სკები დამატებით სკების მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია განაცხადის წარდგენამდე გაზარდოს მის საკუთრებაში არსებული სკების რაოდენობა მოთხოვნილის იდენტური ოდენობით.

    პროგრამით ასევე გათვალისწინებულია ტექნიკური მხარდაჭერა:

    ska_naxmari_12sartuliani

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაიცემა შემდეგი ტიპის სკები: დადანი, რუტი, პენოპოლისტიროლი.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ შემდეგ ვებ-საიტზე: https://georgianfarmers.wordpress.com/