მორიგი აქცია ,,ხმა მიეცი თანასწორობას “

გორის გენდერის მედიაცენტრი აგრძელებს გენდერული თანასწორობის თემაზე  საინფორმაციო აქციების გამართვას გორის ბაზრობებზე.22

დღევანდელი აქციის ფარგლებში მედიაცენტრმა  მოსახლეობას და ბაზრობის მოვაჭრეებს განუმარტა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ჩართულობის და ქალების პოლიტიკაში მოსვლის მნიშვნელობის შესახებ.

აქციას პროექტ ,,საქართველოს მოხალისეს“ ახალგაზრდებიც შეუერთდნენ და საინფორმაციო ფლაერების დარიგებაში მიიღეს მონაწილეობა.

საინფორმაციო აქციები გორის გარდა საქართველოს რვა ქალაქში გაიმართა ერთდროულად. აქციების მიზანია საარჩევნო პროცესებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების 14593726_1493946980621436_1270381765_nამაღლებით, თანასწორობის პრონციპების დამკვიდრების და არჩევნებში ქალთა მონაწილეობის ზრდის ხელშეწყობა.

აქცია მოეწყო პროექტის ,,ხმა მიეცი თანასწორობას“ ფარგლებში. პროექტს ა/ო  ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ და გორის გენდერის მედიაცენტრი ახორციელებენ აშშ საერთაშორისო განვითარების   სააგენტოს (USAID) და საარჩევნო  სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით.