არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე მთელი რიგი პროცესებია გასავლელი

14600654_10209184121952906_97278352_o8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამდე, პარტიებისა და კანდიდატების ნაწილი გამარჯვებას უკვე ზეიმობს. რამდენიმე ტელევიზიის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, გორში ,,ქართული ოცნების”
კანდიდატი იოსებ მაკრახიძე ლიდერობს და როგორც რადიო ,,მოზაიკასთვის” გახდა ცნობილი მილოცვებსაც იღებს, მაშინ, როცა გორის საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ეგზიტპოლები კენჭისყრის დღეს ტარდება და გულისხმობს, საარჩევნო უბნიდან გამოსული ამომრჩევლის გამოკითხვას. თუ ამომრჩეველი ჩათვლის საჭიროდ, რომ მას გაუმხილოს თუ ვის მისცა ხმა, ამის მიხედვით ხდება ამის დადგენა.  თუ გავიხსენებთ თვითმართველობის არჩევნებს, სხვადასხვა კომპანია, განსხვავებულ შედეგს აჩვენებდა, რომლებიც  ბევრად განსხვავდებოდა ოფიციალური შედეგებისგან. ეროვნული მაუწყებლები კი ირწმუნებიან, რომ 8 ოქტომბრის ეგზიტპოლებსა და რეალურ შედეგებს შორის ცდომილება მხოლოდ 1% იქნება.14595748_513420105532235_3556198035589784009_n

”საარჩევნო კოდექსის” მიხედვით, ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, არჩევნების დღიდან არა უგვიანეს მე-19 დღისა ანუ არაუგვიანეს 27 ოქტომბერს, 8 ოქტომბრის საპარლამენტო9e51f7ac27e65ab7286d9d6178c19d38 არჩევნების შედეგებს შეაჯამებს და შესაბამის ოქმს შეადგენს.
მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად პარლამენტის წევრობის ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც არჩევნებში მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტს (ბარიერი 50%) მიიღებს. ამასთან, პარლამენტის წევრთა მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ პარტიას, რომელმაც არჩევნებში ხმების არანაკლებ 5%-ს მიიღებს.

თუ არჩევნების მეორე ტური დაინიშნება, ცესკო პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს მეორე ტურის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა გამოსცემს. ეს დღე უკვე 21 ნოემბერია. მეორე ტური მაშინ ინიშნება, თუკი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს. მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი მონაწილეობს, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. თუ მეორე ტურშიც ხმათა რაოდენობები ტოლი აღმოჩნდა, ხელახალი არჩევნები იმართება.