,,ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გამარჯვების დაანონსება რეალობას მოკლებული იყო”

,,ქართული ოცნების” გორის ოფისში აცხადებენ, რომ მათი გამარჯვება გარდაუვალია და ოქრუაშვილის წინასწარი ზეიმი საფუძველს მოკლებული იყო. ,,ქართული ოცნების” შეფასებით, გორსა და გორის რაიონში არჩევნები მშვიდ ვითარებაში წარიმართა და რაიმე სერიოზულ დარღვევას ან ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. მმართველი გუნდისგან განსხვავებულ შეფასებებს აკეთებენ სხვა კანდიდატები. მათი ნაწილის ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში ,,ქართული ოცნება”  თითქმის ყველა რესურსს იყენებდა მხარდაჭერის მოსაპოვებლად.