ირაკლი ოქრუაშვილის სოფელში ,,ქართული ოცნება” ლიდერობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში ხმების დათვლის პროცესი დასრულდა. 64-ე უბანზე პროპორციულ სიაში უპირატესობა 317 ხმით ,,ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა, 55 ხმა-,,ნაციონალურ მოძრაობამ” , 48 ხმა კი ,,თავისუფალ დემოკრატებს”  ერგო.

რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, ხმები ასე გადანაწილდა: თემურ ხუბულური ,,ქართული ოცნებიდან”-226 ხმა. დამოუკიდებელი კანდიდატი საინიციატივო ჯგუფიდან (ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელი) ჯაბა იმერლიშვილი-144 ხმა. ბადრი ბასიშვილი ,,ნაციონალური მოძრაობიდან” -44 ხმა.