მამუკა ნოზაძე: გორში ამომრჩეველზე გავლენის მოხდენა ბირჟავიკებით და კრიმინალებით ხდება

,,პატრიოტთა ალიანსის”  გორის მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკა ნოზაძე ირწმუნება, რომ კომბინატის დასახლებაში რამდენიმე უბანზე თავად დააფიქსირა, ამომრჩეველზე გავლენის მოხდენის ფაქტები. მისი თქმით, ,,ქართული ოცნება” იგივე მეთოდებს იყენებს რეალური შედეგების გაყალბების მიზნით, რასაც თავის დროზე ,,ნაციონალურ მოძრაობას” ,,უწუნებდა”. მამუკა ნოზაძე ამბობს, რომ უბანზე მისულ ამომრჩეველს ხმის მიცემამდე ,,აგიტატორთა კორიდორის” გავლა უწევს.

,,ე.წ. ბირჟავიკები და კრიმინალები ცდილობენ უბნის სიახლოვეს ყოფნით, ამომრჩეველზე გარკვეული გავლენა მოახდინონ.”-აცხადებს მამუკა ნოზაძე.  პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი გორში აცხადებს, რომ შეფასება, თითქოს გორში არჩევნები დარღვევების გარეშე მიმდინარეობს -არასწორია.

https://soundcloud.com/radiomosaic/x6qwkebwixs8