მედეა აბაშიძე: გორის რაიონში ტოტალური გაყალბება მიმდინარეობდა

,,პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” კანდიდატი გორის რაიონში მედეა აბაშიძე 8 ოქტომბრის საარჩევნო პროცესს აფასებს და აცხადებს, რომ მთელი დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ,,ქართული ოცნების” მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.  მისი თქმით, რაიმე სერიოზული დარღვევა არ შეუმჩნევია, თუმცა იმ უბნებში, სადაც დაბალი აქტივობა დაფიქსირდა ,,ქართულ ოცნებას” ამომრჩეველი სახლიდან გამოყავდა, არჩევნებში მონაწილეობას და მათ მხარდაჭერას სთხოვდა.

https://soundcloud.com/radiomosaic/vlqkiim4o3z2