ტყვიავში კომისიის წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ტყვიავის 64-ე უბანზე კომისიის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ირწმუნება, რომ კომისიის თავმჯდომარე მას ფიზიკურად გაუსწორდა. თამარ მალანიას თქმით, სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც 17:00 საათის მონაცემებს აჯამებდა. კერძოდ, ბიულეტენებისა და ხელმომწერთა რაოდენობას ინიშნავდა. რისთვისაც ტელეფონის კალკულატორით სარგებლობდა და ის კომისიის წევრების უკან იდგა.14589630_1310970228927331_7190871215259438945_o

,, თავმჯდომარემ მომაყენა ფიზიკური შეურაცხოფა, ხელით შემეხო და უბიდან გამათრია,  მიწერენ ოქმს.  მედავებიან, თითქოს საჯარო სიებს ვიღებდი ტელეფონით, რისი უფლებაც არ მაქვს, სინამდვილეში კადრების გადაღება მაშინ დავიწყე, როცა შეურაცხოფა მომაყენა თავმჯდომარემ.  საჯარო სიები გადაღებული არ მაქვს. სპეციალურად აკეთებენ, რომ გამაგდონ უბნიდან და მერე ალბათ რაღაც აქვთ გეგმაში. ჩემი თანდასწრებით ვერ ბედავენ ალბათ”-აცხადებს ,,ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი” ტყვიავის 64-ე უბანზე თამარ მალანია.

რადიო ,,მოზაიკა” აღნიშნული ფაქტის ამსახველი  ვიდეო კადრების მოძიების პროცესშია და მას მოპოვებისთანავე გამოაქვეყნებს.