შიდა ქართლის, საოლქო კოკმისიები 15:00 საათის მონაცემებს ავრცელებენ

15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა გორსა და გორის მუნიციპალიტეტში 33,4 % -ია (33160 ამომრჩეველი) ხაშურში 30%,  კასპსა ( 14 921ამომრჩეველი)  და ქარელში  35% (16233 ამომრჩეველი). პროცესი ამ დროისთვის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, მცირე პროცედურული დარღვევებით. კერძოდ, ქარელსა და ხაშურში სპეც. სების რაოდენობა წინასწარ არ იყო ცნობილი,  ქარელში კი საარჩევნო კაბინაში მოხუც ამომრჩეველს კომისიის წევრი შეყვა.  კასპში – ერთ-ერთი ამომრჩეველი ხმის მისაცემად მარკირების გარეშე დაუშვეს.