ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა დათა ვანიშვილმა ხმის მიცემა შეძლო

data სოფელ ხურვალეთის საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მივიდა 82 წლის დათა ვანიშვილი. რუსი სამხედროების გაფრთხილების მიუხედავად, ის მავთულხლართებიდან, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სპეციალურად საკუთარი არჩევანის გასაკეთებლად გადმოვიდა.

2010 წლის შემდეგ, არჩევნებში მონაწილეობა ვანიშვილმა წელს პირველად მოახერხა. მისი განცხადებით, რუსიmavtulxlartebiii სამხედროები მის შეჩერებას შეეცადნენ, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ამომრჩეველმა ხმის მისაცემად, მავთულხლართების გადაკვეთა მაინც მოახერხა.