გარემოს ეროვნული სააგენტო, გორში ჰაერის, ხმაურისა და გამოსხივების დონეს ადგილზე განსაზღვრავს

სამშაბათს, 18 ოქტომბერს, 10:30 საათზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები გორშ ჩამოვლენ და ჰაერის, ხმაურისა და გამოსხივების დონეს ადგილზე განსაზღვრავენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ქალაქის ცენტრში (გუბერნიის შენობასთან)  ექსპრეს-ლაბორატორიის სამუშაო პროცესს  პირადად გაეცნობა და მოსახლეობას  გარემოს მონიტორინგის დაბინძურების  შედეგებს წარუდგენს.

13413708_10154327017938203_6718431600262595758_n,,ექპრეს-ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თანამედროვე აპარატურით და ხელსაწყოებით. სააგენტოს სპეციალისტები    სხვადასხვა წერტილში გარემოს დაბინძურების კვლევებს ახალი ლაბორატორიის საშუალებით ახორციელებენ. სპეციალისტების მიერ ჩატარებული ანალიზები და კვლევები საშუალებას მიცემს სააგენტოს,  ზუსტი ინფორმაცია გააჩნდეს დაბინძურების მდგომარეობის შესახებ და მისი  გამომწვევი მიზეზები განსაზღვროს.”-განაცხადა რადიო ,,მოზაიკასთან” საუბარში თამარ ბაგრატიამ.

გარემოს ეროვნულმა  სააგენტომ აღნიშნული პროექტი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე დაიწყო –  სააგენტოს სპეცილისტები  ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, წყლის, ელ.მაგნიტური გამოსხივების  და ხმაურის  მონიტორინგს და მათ შესაბამისობას  ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან  უკვე მოძრავი  ექსპრეს-ლაბორატორიის საშუალებით ახორციელებენ.  ამ მიზნით გარემოს ეროვნული სააგენტო თბილისის შემდეგ მცხეთაშიც იმყოფებოდა.

გორში დაგეგმილ კვლევის პროცესზე დასწრება, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.