გორში ჰაერის დაბინძურების დონე დასაშვებ ნორმებს არ ცდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან და მოსა14702460_1264477150271037_5408010407809681631_nხლეობასთან ერთად ქალაქ გორში ექსპრეს-ლაბორატორიის სამუშაო პროცესს პირადად დაესწრო და მოსახლეობას გარემოს მონიტორინგის დაბინძურების შედეგები წარუდგინა. 
სპეციალისტებმა ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, ელ.მაგნიტური გამოსხივების და ხმაურის შესაბამისობა ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან
შესაბამისობა განსაზღვრეს.გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია, დღესვე, ადგილობრივ მედიის წარმომადგენლებთან ერთად გორში ავტოსადგურის მომდებარე ტერიტორიაზეც იმყოფებოდა, სადაც ექსპრეს-ლაბორატორიის მიერ ჩატარებული გარემოს მონიტორინგის დაბინძურების შედეგები მოსახლეობას და მედიას წარმომადგენლებს ადგილზე გააცნო.

 

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ახალი პროექტი დაიწყო – სააგენტოს სპეცილისტები ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, წყლის, ელ.მაგნიტური გამოსხივების და ხმაურის მონიტორინგს და მათ შესაბამისობას ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან უკვე მოძრავი ექსპრეს-ლაბორატორიის საშუალებით ახორციელებენ.

ბაგრატიას შეფასებით, სპეციალისტების მიერ ჩატარებული ანალიზები და კვლევები სააგენტოს საშუალებას მიცემს, ზუსტი ინფორმაცია გააჩნდეს დაბინძურების მდგომარეობის შესახებ და მისი გამომწვევი მიზეზები განსაზღვროს.