ძირითადი მოთხოვნები ხორცის პირველადი გადამუშავების საწარმო – სასაკლაოსთვის

ხორცის პირველადი გადამუშავების დროს უსაფრთოხების დაცვა DCFTA-ის ერთერთი მთავარი მოთხოვნაა, რომელიც მკაცრ კონტროლს გადის. საქართველოში სულ 90 გადამამუშავებელი საწარმო-სასაკლაო არსებობს და ნელ-ნელა ყველა მათგანში უნდა დაინერგოს HACCP-ის სისტემა.

ამ საკითხზე ბლოგს ორგანიზაცია “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი” აქვეყნებს. ბლოგში საუბარია იმ მთავარი პრინციპების და რეგულაციების შესახებ, რომელიც სასაკლაოს ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულებით მოეთხოვება.

new-piktochart_797_411289665a4adc15dc5a28d2261b1abbf0eeda7d

სასაკლაოს ტერიტორია, პირობითად, იყოფა ერთმანეთისაგან იზოლირებულ 3 ზონად:

  • 1. ცხოველის (ფრინველის) მისაღები ბაზა და ცალკე სადგომი დაავადებაზე საეჭვო ცხოველებისთვის (ფრინველებისთვის);
  • 2. საწარმოო ნაგებობა;
  • 3. ადმინისტრაციული ზონა.

საწარმოს ტერიტორია უნდა იყოს შემოღობილი, კეთილმოწყობილი და იზოლირებული, რათა გამოირიცხოს დასაკლავი ცხოველის კონტაქტი სხვა ცხოველებთან. საწარმოს დასაკლავ-დასამუშავებელი დარბაზი იზოლირებული უნდა იყოს ტყავის დასამარილებელი განყოფილების, ნაწლავებისა და სუბპროდუქტების სათავსების, მაცივრისა და ლაბორატორიისაგან.

ჰიგიენური პირობები დაკვლის პროცესის დროს:

ცხოველთა დაკვლის დროს, ტექნოლოგიური ციკლი უნდა აეწყოს იმგვარად, რომ მუშაობა მიმდინარეობდეს სასაკლაოს უსუფთაო ნაწილიდან სუფთა ნაწილის მიმართულებით. უსუფთაო ნაწილში შედის: 1. ცხოველთა მისაღები 2. ცხოველთა სადგომი 3. ცხოველთა გათიშვა, გაბრუება 4. დაკვლა 5. სისხლგართმევა 6. გატყავება (გაფუფქვა, გატრუსვა) 7. გამოშიგვნა სუფთა ნაწილში შედის: 1. ტანხორცის ჰიგიენა 2. ხორცის ინსპექტირება (ვეტსანიტარიული ექსპერტიზა) 3. აწონვა 4. გაგრილება 5. დანაწევრება 6. გადამუშავება 7. შეფუთვა 8. შენახვა 9. ექსპედიცია.

 

წყარო: https://georgianfarmers.wordpress.com/