სვეტიცხოვლობა, როგორც პრემიის გაცემის საფუძველი

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თანამდებობის პირებმა, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხელფასის ოდენობით პრემია აიღეს. შედეგად, 2016 წლის განმავლობაში საკრებულოს თანამშრომლებზე პრემიის სახით გაცემულმა თანხამ უკვე 17 350 ლარი შეადგინა.

ქალაქ გორის საკრებულოს თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების ოდენობა კი წლების მიხედვით,  ასე გამოიყურება:

 

წლები თანხა (ლარი)
2014 15400
2015 40750
2016 17350
სულ: 73 500

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე  პრემიის ოდენობის, გაცემის წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ დამტკიცებულ დადგენილებაში წერია, რომ  პრემიის მიზანია საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის  გაზრდა, აგრეთვე დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით,საჯარო დაწესებულებაში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.