რადიო ,,მოზაიკა” ქალთა უფლებებზე მუშაობით გამორჩეულია

კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრის პროექტის ფარლებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რადიო ,,მოზაიკამ” ქალთა საჭიროებებზე ბოლო 6 თვეში 20 მასალა მოამზადა. მედია მონიტორინგი ,,ქალთა ფონდის” მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ცნობიერების ამაღლების კამპანია ქალთა საკითხებთან მიმართებაში” შემადგენელი ნაწილი იყო. მონიტორინგის პროცესი მაისი-ოქტომბრის პერიოდში მიმდინარეობდა და დაკვირვება ოთხ ადგილობრივ მედიასაშუალებაზე ხორციელდებოდა.

საერთო ჯამში 6 თვის განმავლობაში,  გორში 56 მედია ნამუშევარი მომზადდა და გავრცელდა. აქედან რადიო ,,მოზაკას” ეკუთვნის 20, ტ/კ ,,თრიალეთს” 15, ტ/კ ,,დიას” – 11, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს-10 მასალა. %e1%83%99%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%95%e1%83%90

მონიტორინის შედეგების პრეზენტაცია დღეს პროექტის დახურვის ღონისძებაზე მოეწყო, სადაც გამოიკვეთა, რომ ჟურნალისტები ქალთა საჭიროებებსა და გენდერულ ბალანსზე მუშაობას დროს საკუთარი ინიციატივით ნაკლებად უთმობენ და ძირითადად ამ თემას სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების გაშუქებისას ეხებიან. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, დისბალანსია რესპონდენტების შერჩევის კუთხითაც, მედისაშუალებებში კაცებს აზრს საზოგადოებისთვის  სხვა უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე ეკითხებიან, ხოლო გენდერის თემაზე ჟურნალისტებთან უფრო ქალები საუბრობენ. ადგილობრივი მედია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალთა საჭიროებებსაც ნაკლებად აშუქებს და მათი ბარიერების თუ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელისშემშლელი ფაქტორებითაც თითქმის არ ინტერესდება. თუ არ ჩავთვლით რადიო ,,მოზაიკას” , რომელმაც ამ მიმართულებით გორის თემში ოთხ თვიანი პროექტი განახორციელა .

პროექტის დახურვის ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ცნობიერების ამაღლების მიზნით,  გენდერულად სენსიტიური მედიის აქტიურობას საზოგადოებაშიც მნიშვნელოვანი ეფექტი ექნება.