მე და სტალინი

14102463_173182133108872_7123957992098825655_n 

ავტორი: 

ბაჩო კოპაძე

 

 

 

 

სანამ უშუალოდ სტალინზე საუბარზე გადავალთ მანამდე მინდა რამოდენიმე სიტყვა ვთქვა საბჭოთა კავშირზე, როგორც ,,მონური“ მმართველობის ფორმაზე. რატომღაც არსებობენ ადამიანებიმ ვინც ამ მმართველობაში ჭეშმარიიტებას ხედავენ,  რაც მართლაც რომ მაკვირვებს. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მოგწონდეს მართველობა, სადაც არ გაქვს საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება; სადაც არ გაქვს უფლება, რომ საკუთარი აზრით იარსებო … მაგრამ შეიძლება აქ საქმე სხვა გვარად იყოს. როდესაც შენ არ გაქვს არჩევის უფლება და ვერ აირჩევ სხვა მართველობას იმის შიშით, რომ შენ შეიძლება აღმოჩნდე დახვრეტილი ადამიანების  სიაში, მაშინ ძალაუნებურად მოგეწონება და დაინახავ ჭეშმარიტებას მასში,

ახლა კი რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას სტალინის მიმართ: სტალინი არის კაცი, ვინც ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა; კაცი რომელმაც ქვეყნის მოსახლეობა მონებათ აქცია, მაგრამ მან ხომ თავისი შვილი სამშობლოს შეწირა? აი ეს არის არგუმენტი რომლითაც ძირითადათ სტალინს ამართლებენ. მაგრამ ადამიანისათვის პირველ ხარისხოვანი ხომ სიცოცხლეა, და ის ადამიანებს სიცოცხლეს ართმევდა და აი, ეს არგუმენტი მის ყველა ,,კარგ“ თვისებას ხაზს უსვამს. მე მიხარია, რომ დღევანდელმა ახალგაზრდობამ დავინახეთ ჭეშმარიტება და გავხდით ანტისტალინელები.

ახლა კი რაც შეეხება ჩემს საყვარელ ქალაქ გორს, რომელიც სამწუხაროდ,  სტალინის სახელით არის ცნობილი. როგორც მოგეხსენებათ, გორში მდებარეობს სტალინის მუზეუმი, და მას მხოლოდ ტურისტული დანიშნულება გააჩნია. გორი არ არის სტალინის ქალაქი!

გორი არის იმ ადამიანების, ვინც ამ ქალაქს ალამაზებს !

გორი გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის  ქალაქია!

გორი ახალგაზრდული გაერთიანებების ქალაქია!

გორი ანტისტალინელების ქალაქია!

გორი ჩემი ქალაქია და არა სტალინის!

 

 

12744473_1555866714741766_3794593410485816148_n

 

რუბრიკაში “ქალაქის ხმა” ავტორების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს შესაძლოა არ იზიარებდეს გორის სათემო რადიო “მოზაიკას” რედაქცია