მეტი გორის მუნიციპალიტეტის სოციალური ჩართულობის სტრატეგიის შესახებ

14484826_1382720028409129_3732157404436438305_n

 

 

ავტორი:  ნანა ფერაძე

 

 

რატომ შეიქმნა გორის მინიციპალიტეტის გამგეობისთვის სოციალური ჩართულობის სტრატეგია და სოციალური სფეროს რა მიმართულებებია 2017-18  წლებისათვის პრიორიტეტული?

გორის მუნიციპალიტეტის თემების მოსახლეობის გარკვეული  ნაწილი  უკვე რამდენიმე წელია სხვადასხვა სოცილური პროგრამით სარგებლობს. გორის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო სოციალური პროგრამების გარდა, ამჟამად მოქმედებს 20-ზე მეტი სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა, რომელიც ერთგვარი შემავსებელია იმ სახელმწიფო სოციალური პროგრამების, რაც ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მონაცემებით, სულ 5500-მა ბენეფიციარმა ისარგებლა გორის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებით. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ გორის მუნიციპალიტეტში მოქმედებს თანადაფინანსების პროგრამა, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სხვა არაკომერციული იურიდიული პირების მიერ შეტანილ პროექტებს ნაწილობრივ აფინანსებს. 2015 წელს, გორის მუნიციპალიტეტმა, ასეთი სულ 11 პროექტი დააფინანსა.

მიუხედავად იმისა რომ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა  ერთ-ერთი წარმატებული მუნიციპალიტეტია, რომელსაც აქვს სოციალური პროგრამების დანერგვისა და განხორციელების გამოცდილება და ის ასევე თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებთან წარმატებით თანამშრომლობს, მისი პროგრამები უფრო მეტად  ერთჯერად გაცემებზეა  ფოკუსირებული და სოციალურ მომსახურებას ნაკლებად ქმნის  ან აფინანსებს.

სოციალური სფეროს განვითარებაში ხელშეწყობისა  და ჩეხეთის რესპუბლიკაში მიღებული გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩეხურმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) 2016 წელს საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში, მათ შორის გორშიც საინტერესო პროექტი „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ დაიწყო. აღნიშნული პროექტი ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არის დაფინანსებული და 2 წლის მანძილზე  ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და სოციალური სერვისის მიმწოდებელ ორგანზიაციებს განვითარებასა და სოციალური მომსახურებაზე ორიენტირებული პროგრამების შემუშავებაში დაეხმარება.

პირველი ნაბიჯი რომელიც ორგანიზაციამ (PIN) გორის მუნიციპალიტეტის სოციალურ სამსახურთან ერთად განახორციელა, მრჩეველთა საბჭოს შექმნა იყო, რომელშიც  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, გამგეობის, საკრებულოს და ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს სამხარეო ოფისის წარმომადგენლები გაერთიანდნენ. საბჭომ, ხუთთვიანი მუშაობის მანძილზე, უკვე შეიმუშავა  2017-2018 წლების სოციალური ჩართულობის სტრატეგია და ამჟამად სამოქმედო გეგმაზე მუშაობს.

სტრატეგიის დოკუმენტს საფუძვლად  PIN-ის დაკვეთით,   ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ მიერ განხორციელებიული კვლევა.

სტრატეგაზე მუშაობის პროცესში საკმაოდ შრომატევადი და სანტერესო იყო. შესაბამისად დოკუმენტი, რომელიც საბჭომ შექმნა, ასახავს იმ მისიას, ძირითად მიზნებსა და ამოცანებს, რომელსაც უნდა ემსახურებოდეს გორის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახური მომდევნო ორი წლის მანძილზე.

სტარტეგიის მისია შემდეგნაირად გამოიყურება:

“გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის უზრუნველყოფილია ღირსეული ცხოვრება და კეთილდღეობა, მათთვის გაუმჯობესებულია სოციალური სერვისები და ხელმისაწვდომია ძირითადი სოციალური უფლებები, კერძოდ სოციალური დაცვა, დასაქმება, განათლება, საცხოვრებელი, ჯანდაცვა.“

მისიის მისაღწევად კი სამი ძირითადი მიზანი გამოყო ჯგუფმა. მიზნები ძირითადად გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სოციალური სერვისების გაუმჯობესებასა და მათთვის კეთილსაიმედო გარემოს შექმნაზე,  მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის  და ამავდროულად გამგეობის სოციალური სამსახურის ფუნქციონირების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.

აღნიშნული მიზნები უფრო მეტადაა დაკონკრეტებული ამოცანებად. მაგალითად, პირველი მიზნის მისაღწევად მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახური შეეცდება ბავშვების, ახალგაზრდებისა და მოხუცებისათვის სასიცოცხლო და დამხმარე სერვისების უზრუნველყოფას, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ადაპტირებული და ინკლუზიური გარემოს შექმნას და ასევე,  უსახლკაროთა და დევნილთა სოციალური სერვისების გაუმჯობესებას და მათი ინტეგრაციის ხელშეწყობას.

რაც შეეხება მეორე მიზანს, მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ამ შემთხვევაში გამგეობა კანონთან კონფლიქტში მყოფი და ნარკოდამოკიდებულების რეაბილიტაციას/ეკონომიკურ გაძლიერებას შეეცდება.

სოციალური სამსახურის ეფექტური და საჭიროებებზე ორიენტირებული მუშაობის ხელშეწყობა და მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა სოციალური პროგრამების შესახებ არის ის ამოცანები, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნის მისაღწევადაა საჭირო.

ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან თანამშრომლობით და თანადაფინანსებით, მომდევნო  წელს 5-მდე  სოციალურ პროექტს დაფინანსებს. პროექტის გუნდი, წლის ბოლომდე,  სტრაგეგიის დოკუმენტის საჯარო განხილვას და მოსახლეობისათვის საინფორმაციო შეხვედრის ორგანიზებას გეგმავს.

 

12744473_1555866714741766_3794593410485816148_n

 

რუბრიკაში “ქალაქის ხმა” ავტორების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს შესაძლოა არ იზიარებდეს გორის სათემო რადიო “მოზაიკას” რედაქცია