გორელი ემიგრანტის 109-ე იუბილე ლონდონში

14997195_10154876215893072_221367126_nალექსანდრე ბესტავაშვილი 12 ნოემბერს 109 წლის გახდა. ამ დღეს ის ლონდონში მცხოვრები ქართველების და
სხვა ბრიტანელი ახლობლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცევა. ბოლო რამდენიმე წლისგან განსხვავებით, წლევანდელ იუბილეს ჯანმრთელობის მხრივ გარკვეული პრობლემებით ხვდება, ამიტომ განვლილ ცხოვრებასა და დღევანდელ შეხედულებებზე საუბარი უჭირს. წლების განმავლობაში ის ლონდონში ქართულ დიასპორას ხელმძღვანელობდა. ამჟამად ის ყველა ნაცნობისთვის პატივსაცემი საშიკო პაპაა.ალექსანდრე ბესტავაშვილი 1907 წელს გორის რაიონის სოფელ ატენში დაიბადა. 8 წლის ასაკში ძმასთან ერთად დედულეთში(გორი, სადგურის დასახლება) გადავიდა და ჯერ სასულიერო სკოლაში მიიყვანეს, მოგვიანებით კი გორის შრომის სკოლაში განაგრძო სწავლა. 18 წლისა უკვე ახლადგახსნილ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საინჟინრო ფაკულტეტზე – ხიდებისა და გზების სპეციალობაზე ჩაირიცხა.

თბილისში სწავლის პროცესში, თანაკურსელებს და პედაგოგებს კომუნისტების შესახებ ხშირად ეკამათებოდა, რომლებიც საკუთარი შეხედულებების გამო აკრიტიკებდნენ და პასუხობდნენ, რომ კომუნისტურ რეჟიმზე უკეთესი არ ასებობდა.
როგორც თვითონ ამბობს, საქართველო პოლიტიკური მიზეზით არ დაუტოვებია და ეს გადაწყვეტილება სხვა ქვეყნების სოციალური ყოფისადმი ინტერესმა მიაღებინა.
საქართველოდან 1929 წელს წავიდა და მაშინდელ ოსმალეთში ჩავიდა, სადაც ხუთი თვე დარჩა. შემდეგ ამდენივე დრო კონსტანტინოპოლში გაატარა და მალე საფრანგეთში აღმოჩნდა. მაშინდელი პროცესების გამო ქვეყანაში ვეღარ ბრუნდებოდა და პარიზის სოციალური ეკონომიკის ინსტიტუტში ჩაეწერა.

ასე მოგზაურობაში მეორე მსოფლიო ომიც მოახლოვდა და მალე, როგორც “ლტოლვილი საჭოთა კავშირიდან”, %e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%90ერთ-ერთი ინგლისელის ოჯახში მოათავსეს. ზუსტად ამ დროს გერმანელებმა ლონდონსაც შეუტიეს და თითქმის მთელი ქალაქი მიწასთან გაასწორეს. ალექსანდრე ბესტავაშვილი რამდენჯერმე აღმოჩნდა ქალაქის ცხელ წერტილში, მაგრამ საბედნიეროდ უვნებელი გადარჩა.
ამ დროს ინგლისურად გამართულად ჯერ ისევ ვერ საუბრობდა, თუმცა დროთაგანმავლობაში ენის დაუფლება არ გაჭირვეებია და მალე უცხოელებს საკუთარ ქვეყანასა და სტალინის მშობლიურ ქალაქზეც ესაუბრებოდა. მისი თქმით, როდესაც იგებდნენ სტალინის წარმომავლობას და იმას, რომ მას ქართულ ენაზე საუბარი შეეძლო-ყველას უკვირდა.
ზუსტად ამ პერიოდში გაიცნო ინგლისელი ქალი – თორა და ოთხ წელში, 1944 წელს, მასთან ოჯახიც შექმნა. ისინი 3 შვილის მშობლები არიან. მამისგან განსხვავებით მერიმ, გოგიმ და ქრისტინემ ქართული არ იციან. რამდენჯერმე იყვნენ საქართველოში და ამ ქვეყნის სილამაზის შესახებ ლონდონში ხშირად ყვებიან.
მანამდე კი მშობიურ მხარეში ალექსანდრე ბესტავაშვილი მეუღლესთან ერთად, მამის გარდაცვალების შემდეგ ჩავიდა. რა დროსაც მისგან სამახსოვროდ დატოვებული ხელნაკეთი ხის ნივთი წაიღო. პატარა ურემი ლონდონში მის ოთახს ნახევარსაუკუნეზე მეტია ქართულ იერს უნარჩუნებს.
საქართველოში 1963 წელს ის მოსკოვიდან ჩავიდა, თუმცა გორში იმ პერიოდისთვის სასტუმრო არ არსებობდა და მხოლოდ თბილისში ჩასვლის ნებრათვა მისცეს.
,,მოსკოვიდან მატარებლით ვიმგზავრეთ. ორი დღის მგზავრობის მერე, გორი რომ გავიარეთ, თვალები ცრემლებით ამევსო: იცი, რა სიმწარე იყო, რომ გორში ვიყავი და მატარებლიდან ჩამოსვლის უფლება არ მქონდა?!- უხუცესი ემიგრანტი.
1997-98 წლებში ოცნება აიხდინა და თავის მამაპაპეულ მხარეში ძირეულად იმოგზაურა. საქართველოს ბედი ყოველთვის აღელვებდა. ქვეყანაში წლების შემდეგ დაბრუნებაზე უარი კი  შესაძლოა ოჯახურმა მდგომარეობამ ათქმევინა. მის ამ გადაწყვეტილებას ქართული საზოადოების ნაწილი, ვინც იცნობს და არ იცნობს ხშირად განიხილავს. მისი შვილები ქართველები არიან და მშობლიურ ენაზე არ საუბრობენ, არც საქართველოში ცხოვრობენ. საუკუნეს გადაცილეული ბესტავაშვილი წლევანდელ იუბილეცაც ისევ მშობლიური ქვეყნიდან შორს ესწრება.

 

ნინო ჩიბჩიურის მივლინება ლონდონში ორგანიზებულია ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR)-ის მიერ. 2015 წელს ნინო ჩიბჩიურს მიენიჭა საქართველოში ეროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში.