ირინა სარაჯიშვილი: მსოფლიო რუკაზე მხოლოდ რთველი გამოგვაჩენს

თბილისობა, გამოფენები, ქართული სიმღერების და ცეკვების საღამოები-ეს იმ ღონისძიებების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველები კულტურისა და ტრადიციების გაღვიძებას ცდილობენ. თითოეული მათგანი წლებია ქართული სათვისტომოს უშუალო ჩართულობითა და ხელშეწყობით იმართება, თუმცა როგორც სათვისტომოს თავმჯდომარე ირინა სარაჯიშვილი მიიჩნევს, საქართველოს გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს, იმასთნ შედარებით რაც ამ დრომდეა წარმოდგენილი და რითიც მსოფლიო კულტურათა შორის ერთ-ერთ თვალსაჩინო ადგილს დაიკავებს. ამ მიზნის მისაღწევად კი სათანადო მონდომება და მხარდაჭერაა საჭირო. 

2000 წლიდან დღემდე, დიდი ბრიტანეთის მიმართულებით დაახლოებით 20 000-მდე საქართველოს მოქალაქეა ქვეყნიდან გასული. მათი უმრავლესობა ლონდონში ცხოვრობს. სათვისტომოს თავმჯდომარის ინფორმაციით, 2012 წელს,  საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქართველ ემიგრანტებს გარკვეული სახის მოლოდინებიც გაუჩნდათ და მათი ნაწილი დაბრუნდა კიდეც, თუმცა ბოლო წლებში მათი რიცხვი ლონდონში ისევ გაიზარდა.

 

ნინო ჩიბჩიურის მივლინება ლონდონში ორგანიზებულია ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR)-ის მიერ. 2015 წელს ნინო ჩიბჩიურს მიენიჭა საქართველოში ეროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში.