ერთი პედაგოგის სკოლა ლონდონში, ქართული ენისა და ტრადიციების შესანარჩუნებლად

ლიანა-ჯიქია გოგრიჭიანი პირველი ქართული სკოლის დამფუძნებელი და პედაგოგია ლონდონში. ის 27 წელია ქვეყნიდან წასულია და ამჟამად ლონდონში ცხოვრობს, სადაც მისი ოჯახი, შვილის – ანას დახმარების თანხით (რომელსაც გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს), ქართულენოვანი სკოლის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
ქართული ენის გარდა, ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანი მოზარდებს სხვადასხვა დონის საგამოცდო პროგრამის დაუფლებაშიც ეხმარება.
სკოლაში ოფიციალურად 70-მდე მოსწავლე და 14 პედაგოგია , თუმცა მოხალისეობრივ დონეზე ბავშვებისთვის ყოველ შაბათს და საჭიროების შემთხვევაში სხვა დღეებშიც, განსაკუთრებული მზადება ძირითადად მაინც მის დამაარსებელს უწევს.

ნინო ჩიბჩიურის მივლინება ლონდონში ორგანიზებულია ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR)-ის მიერ. 2015 წელს ნინო ჩიბჩიურს მიენიჭა საქართველოში ეროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში.