ახალგაზრდებმა ბულინგის შესახებ იმსჯელეს

 

24 ნოემბერს, საზოგადოება “ბილიკში”, ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, სადაც მოწვეულმა პედაგოგმა ლელა წურწუმიამ მოსწავლეებთან ისაუბრა ბულინგზე, განიხილა ბულინგი სასკოლო გარემოში, ძალადობისა და ბულინგის მიზეზები, აგრეთვე, ბავშთა უფლებების კონვენციის მუხლები ა.შ.

მეტი ინფორმირებულობისათვის და ჩართულობისათვის, მოსწავლეებმა სხვადასხვა სავარჯიშოებიც გააკეთეს.

ბავშვთა მიმართ ძალადობაზე, ბულინგზე, ოჯახურ ძალადობასა და ზოგადად, საქართველოში არსებულ სიტუაციაზე და ძალადობის მიმართ მოზარდების დამოკიდებულებაზე, მოსწავლეებმა პრეზენტაციაც წარმოადგინეს, რის შემდგომაც გაიმართა დისკუსია. შეხვედრა იყო ინტერაქტული და საინტერესო.

შეხვედრის ბოლოს ესეების და ნახატების ავტორი მოსწავლეები წამახალისებელი საჩუქრებითაც დაჯილდოვდნენ.

ღონისძიება ორგანიზებული იყო საზოგადოება „ბილიკის“ მიერ, პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში.