მითები, რომლებიც აფერხებს წინსვლას

 

 

არსებობს მითები, რომლებიც საქართველოს მოსახლეობაში ევროკავშირის მიმართ არსებულ ნეგატიურ განწყობებს აირაკლავენ. მიუხედავად იმისა, რომ ევროინტეგრაციის სიკეთეებზე ადამიანებს ინფორმაცია, სხვადასხვა ფორმით, რეგულარულად მიეწოდებათ, მითების ბოლომდე გაქარწყლება მაინც ვერ ხერხდება. არსებობს მოსაზრება, რომ ამას დიდწილად ის სენტიმენტები განაპირობებს, რომლებიც დღემდე არსებობს რუსეთს მიმართ.

საზოგადოებაში გავრცელებული მითების ნაწილი ევროკავშირის ბაზარს ეხება. მათი ნაწილი ევროკავშირის ბაზარს როგორც საფრთხეს ასე წარმოაჩენს და მის ალტერნატივად რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღმავებას მოიზრებს.

საქართველოსთვის ევროკავშირის ბაზარი ვერ იქნება ისეთი სასარგებლო, როგორიც რუსეთის  ბაზარია.

საქართველოს ფართობი 69 700 კვ.კმ-ს (ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით), ხოლო მოსახლეობა, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, 2016 წლის 1 იანვრის მონაცემებით, 3,7 მილიონს შეადგენს.

2014 წლის 27 ივნისს, საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს (DCFTA). DCFTA 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა. რამაც  საქართველოში წარმოებულ საქონელს მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი გაუხსნა, რომელიც აერთიანებს 28 ქვეყანას.

რუსეთის ბაზრისგან განსხვავებით, ევროკავშირის ბაზარი ნიშნავს სტაბილურ ბაზარს, ღია თამაშის წესებს, დისტრიბუციის გამართულ ქსელს, სურსათზე მზარდ ფასებს და ნატურალურ პროდუქტებზე მზარდ მოთხოვნას.

ევროკავშირის ბაზარი 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს მოიცავს და მათი კომბინირებული მთლიანი შიდა პროდუქტი 20 ტრილიონ ევრომდე აღწევს. ნავარაუდევია, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტს მინიმუმ 12%-ით, ხოლო ევროკავშირიდან იმპორტს 7.5%-ით გაზრდის.

რაც შეეხება რუსეთის ბაზარს, 2005 წელს, ჯერ კი­დევ რუ­სე­თის მი­ერ სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის გა­მოცხა­დე­ბულ ემ­ბარ­გომ­დე, მა­შინ, რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლო ჯერ კი­დევ დსთ-ს წევ­რი ქვე­ყა­ნა იყო, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ექ­პორ­ტი ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აღე­მა­ტე­ბო­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ექ­ს­პორ­ტის მაჩ­ვე­ნე­ბელს რუ­სეთ­ში, კერ­ძოდ: ევ­რო­კავ­შირ­ში ექ­ს­პორ­ტი წე­ლი­წად­ში 216 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარს შე­ად­გენ­და მა­შინ, რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ექ­ს­პორ­ტი რუ­სეთ­ში 153 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი იყო. რუ­სეთს სულ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლოდ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბო­და თურ­ქე­თი, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი პარ­ტ­ნი­ო­რია. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე, რომ რუ­სე­თის ემ­ბარ­გო­დან დღემ­დე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ექ­ს­პორ­ტი დსთ-ს არა­წევრ ქვეყ­ნებ­ში თით­ქ­მის გა­ოთხ­მა­გე­ბუ­ლია 241 მი­ლი­ო­ნი­დან 778 მი­ლი­ო­ნამ­დეა გაზ­რ­დი­ლი და ემ­ბარ­გომ­დელ რუ­სე­თის ექ­ს­პორტს 5-ჯერ აღე­მა­ტე­ბა.


ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არ იზრდება.

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო წარმოების ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს. თუმცა, ამჟამად, ქვეყანას თავისი სურსათის დიდი ნაწილი უცხოეთიდან შემოაქვს. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მოხმარებული სურსათის და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უმეტესობა იმპორტირებულია. ამის მიუხედავად, მაინც თვალშისაცემია ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდა ევროკავშირის ქვეყნებში.

2000

2005 2010 2013 2014

2015

ექსპორტი სულ (მილიონი აშშ დოლარი)

323

865 1,677 2,909 2,860

2,204

სურსათის ექსპორტი (მილიონი აშშ დოლარი)

39

137 153 327 299

280

სურსათის წილი ექსპორტში (%)

12.2%

15.8% 9.1% 11.2% 10.4%

12.7%

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია საქართველოს ეკონომიკური რეფორმების პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ბოლო წლებში შეინიშნება თხილის, ღვინის, ციტრუსების, ხილის და ბოსტნეულის ექსპორტის ზრდის ტენდენცია.

 

ოფიციალური ინფორმაციით, 2005 წელს ევროკავშირის დღევანდელ წევრ ქვეყნებში 7 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო 2015 წლისთვის  ექსპორტის მოცულობამ 15.9 ტონა შეადგინა. გასულ წელს თხილის ექსპორტის 83% ევროკავშირის წევრ ქვეყნებში განხორციელდა.

2005 წელს ევროკავშირში 732 ათასი ლიტრი ღვინო გავიდა, ხოლო 2015 წლისთვის ღვინის ექსპორტმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 4.5-ჯერ მეტი, 3.3 მილიონი ლიტრი შეადგინა.

საქართველოს მთავრობამ 2015-2020 წლებისთვის საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია შეიმუშავა. სტრატეგია განსაზღვრავს ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებს სოფლის მეწარმეთა კონკურენტუნარიანობის, მელიორაციის და ნიადაგების ნაყოფიერების, რეგიონული და დარგობრივი განვითარების, სურსათის უვნებლობის, სასურსათო უსაფრთხოების, ვეტერინარული და მცენარეთა დაცვის გაუმჯობესების კუთხით.

 


ევროპული პროდუქტი არაჯანსაღი და ჯანმრთელობისთვის საზიანოა. 

ევროკავშირი წევრ ქვეყნებს ავალდებულებს დაიცვან ის სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, რომლებიც DCFTA-ის მე-4 თავით არის განსაზღვრული. აღნიშნული თავი სწორედ სურსათის უვნებლობის საკითხებს ეხება.

DCFTA-ის მე-4 თავის მიზანია, ხელი შეუწყოს ცხოველებითა და მცენარეებით, ასევე ცხოველური და მცენარეული წარმოშობის პროდუქტებით ვაჭრობას და ამავე დროს, უზრუნველყოს მხარეთა მიერ დაცვის სათანადო ხარისხი. გარდა ამისა, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველომ სანიტარული და ფიტოსანიტარული კანონმდებლობა შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან, რომელიც ეფუძნება საყოველთაოდ აღიარებულ სანიტარულ და ფიტოსანიტარულ სტანდარტებს. შედეგად, საქართველოს ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის მექანიზმები ევროკავშირის მექანიზმების ეკვივალენტურად იქნება მიჩნეული.

 

ვინაიდან საქართველო ასოცირებული ქვეყანაა და არა წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ეს ვალდებულებები და მოთხოვნები შედარებით „რბილია“, რაც იმას ნიშნავს, რომ სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით, კიდევ უფრო მკაცრი რეგულაციები და მოთხოვნების დაკმაყოფილება უწევთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.

 

 

[button link=”https://www.facebook.com/georgianfarmers/” color=”silver” newwindow=”yes”] სტატია მომზადებულია “ეკონომიკის პოლიტიკის კვლევის ცენტრის” მასალების გამოყენებით[/button]

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

=