რძისა და რძის ნაწარმის ტექნიკური რეგლამენტი

რძის და რძის ნაწარმის ტექნიკური რეგლამენტი 2015 წლის 1 აგვისტოს  შევიდა ძალაში. ტექნიკური რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს.

ტექნიკური რეგლამენტი ახდენს სხვადასხვა სახეობის რძის და რძის ყველა ნაწარმის დეფინიციას (ნაღები, რძემჟავა, აირანი, იოგურტი, კეფირი, კუმისი, არაჟანი, ხაჭო, ნადუღი, კარაქი, ცხიმი, ყველი, დო და სხვა).

ტექნიკური რეგლამენტი აწესებს სპეციალურ მოთხოვნებს რძის წარმოების ადგილსა და აღჭურვილობაზე, რძის წველის პროცესზე, რძის შეგროვებასა და ტრანსპორტირებაზე.

1.png

ბაზარზე განთავსებული რძე, რძის ნაწარმი და რძის შემცველი პროდუქტი უნდა იყოს ეტიკეტირებული და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უვნებლობის მოთხოვნებს.

ბაზარზე განთავსებული რძე, რძის ნაწარმი და რძის შემცველი პროდუქტები, წარმოებაში გამოყენებული რძისათვის არადამახასიათებელი ინგრედიენტები (არარძისმიერი ინგრედიენტები) უნდა აკმაყოფილებდნენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უვნებლობის მოთხოვნებს.

ბიზნესოპერატორმა, რომელიც ეწევა რძის პირველად წარმოებას, უნდა უზრუნველყოს, რომ ნედლი რძე მიღებულ იქნეს ისეთი ცხოველისაგან:

  • რომელსაც არ აღენიშნება ადამიანისათვის რძის მეშვეობით გადამდები ინფექციური დაავადებების სიმპტომები;
  • რომელიც ჯანმრთელია და არ აღენიშნება ისეთი დაავადების სიმპტომები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს რძის დაბინძურება, კერძოდ: არ აღენიშნება სასქესო ორგანოს ინფიცირება, რომელსაც თან ახლავს გამონადენი, ენტერიტი, ასევე, რომელსაც თან ახლავს დიარეა და სიცხე, ან სარძევე ჯირკვლის შესამჩნევი ანთება;
  • რომელსაც არ აქვს დაზიანებული სარძევე ჯირკვალი, რამაც შესაძლებელია, უარყოფითი გავლენა მოახდინოს რძის უვნებლობაზე;
  • რომელსაც არ მიუღია ისეთი ნივთიერება (მათ შორის, ვეტერინარული პრეპარატები), რომლის გამოყენებაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით;
  • რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნივთიერებების (მათ შორის, ვეტერინარული პრეპარატები) მიღების შემთხვევაში, აღნიშნული ნივთიერებები სრულად აქვს გამოდევნილი ორგანიზმიდან, თუ აღნიშნული სავალდებულოა, ამ ცხოველისგან მიღებული რძის უვნებლობის უზრუნველსაყოფად.

ნედლი რძე უნდა იქნეს მიღებული:

  • იმ ძროხის,კამეჩის, თხის ან ცხვრის სადგომიდან  (მათ შორის დროებითი სადგომიდანაც) სადაც ბრუცელოზი ან ტუბერკულოზი არ არის აღმოჩენილი.

სარეალიზაციოდ განკუთვნილ ნედლ რძესა და რძის ნაწარმს უნდა ჰქონდეს საიდენტიფიკაციო ნიშანი.

new-piktochart_18783101_5a3d1c4d6d97abc86a301a7f12e0977a1f1bd780

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ  რეგლამენტი.

 

 

 

წყარო: “ეკონომიკის პოლიტიკის კვლევის ცენტრი”