“მოზაიკა” აცხადებს კონკურსს ახალგაზრდების შესარჩევად

გორის სათემო რადიო ,,მოზაიკა“ იწყებს  ახალგაზრდების  შერჩევას პროექტისთვის ,,განათლება ცვლილებებისთვის”.

პროექტში ჩართვა შეუძლიათ ქ. გორსა და გორის მუნიციპალიტეტში (გორის რაიონი) მცხოვრებ ქართველ და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ 14-18 წლის მოზარდებს, რომლებსაც სურვილი აქვთ გაიღრმავონ ცოდნა ბავშვთა უფლებების,  ბულინგის, თანასწორობის, ტოლერანტობის , რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების გამოწვევების, პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ,  გაიაზრონ ადრეული ქორწინების უარყოფითი მხარეები და მისი თანმდევი პრობლემები. პროექტი ხელს შეუწყობს ქართველი და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგებელი მოზარდების დაახლოვებას, გადაკვეთის წერტილების და საერთო ინტერესების აღმოჩენას.

პროექტი მოიცავს  ტრენინგებს შემდეგ თემებზე:  ბავშვთა უფლებები და თავისუფლებები, ბულინგი, ტოლენატობა, თანასწორობა და სამოქალაქო ჟურნალისტიკა.

ტრენინგ-სემინარების გავლის შემდეგ, ბენეფიციარები  აღნიშნულ თემებზე დისკუსიებს გამართავენ. მოგვაინებით კი, მენტორი ჟურნალისტების დახმარებით, სასწავლო კურსის განმავლობაში განხილულ თემებზე ჟურნალისტურ მასალებს მოამზადებენ.

პროექტში მონაწილებას მიიღებს უფროსი სასკოლო ასაკის 30 მოზარდი (14-18 წლის). ბენეფიციართა შერჩვა მოხდება კონკურისის წესით.

 

მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმები:

  • აპლიკანტი უნდა იყოს 14-18 წლამდე ასაკის და ქ. გორის ან გორის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი;
  • საჭიროა ჰქონდეს მოტივაცია და ინტერესი აღნიშნულ თემებთან მიმართებაში;
  • ჰქონდეს სურვილი  მიღებული თეორიული ცოდნის გამოყენებით დაიწყოს  პრობლემის გააზრება და შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებაზე ზრუნვა, გამოსავლის გზების ძიება;
  • ჰქონდეს გუნდური მუშაობის და პასუხისმგებლობის უნარი;
  • ჰქონდეს შესაძლებლობა ხუთი თვის (თებერვალი-ივნისი) მანძილზე აქტიურად და რეგულარულად  იყოს  ჩართული პროექტის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე;

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 25 იანვარი.

დაინტერესებულმა პირებმა  აპლიკაციის ელექტრონული ფორმა ჩამოტვირთეთ , შეავსეთ და გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: radiomozaika@gmail.com ან მოიტანეთ რადიო ,,მოზაიკის“ რედაქციაში, შემდეგ მისამართზე: ქ. გორი. ანტონოვის ქ.N1.

პროექტი “განათლება ცვლილებებისთვის” არის საზოგადოება “ბილიკის” და ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებული. კონკურსი გამოცხადდა და გრანტი გაიცა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის “ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისთვის საქართველოში” ფარგლებში.