,,ქართლოსი“ შიდა ქართლში გოგონათა და ბავშვთა უფლებების დაცვას იწყებს

პროექტი „გოგონათა და ბავშვთა უფლებების დაცვა შიდა ქართლში“ საზოგადოება “ბილიკის” და ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია, რომელიც ხორციელდება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში სახელწოდებით, “ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისთვის საქართველოში”. შიდა ქართლის რეგიონიდან საპროექტო განაცხადი სულ 8 ორგანიზაციამ წარადგინა.