ბავშვთა უფლებები და მათი დაცვის საჭიროება

ავტორი : ანა მელიქიძე (გორის #10 საჯარო სკოლის, მე-10 კლასის მოსწავლე)

 

 

დღესდღეობით, ბავშვთა უფლებების დარღვევა მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშველოვანი პრობლემაა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშთა უფლებათა კონვენცია აღიარებს, რომ ბავშებს ბევრი არსებითი უფლება აქვთ, თუმცა დღევანდელ საზოგადოებაში ამ უფლებების დარღვევა ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევა. ბავშვთა უფლებები ირღვევა ყველგან –  ქუჩაში, სკოლებში, მასობრივი ინფორმაციების საშუალებებში, იმ ადგილებში, სადაც იგულისხმება, რომ ბავშვები უსაფრთხო პირობებში უნდა იყვნენ და რაც ყველაზე მთავარი და კატასტროფულია – ოჯახებში. ბავშთა მიმართ ძალადობის შემთხვევათა უმეტესობა საზოგადოებისთვის დაფარულია. ეს იმიტომ ხდება, რომ ბავშვებს ეშინიათ ლაპარაკის და, თუკი მაინც იტყვიან, უფროსები ყოველთვის ისე არ იქცევიან მათ მონათხრობთან დაკავშირებით, როგორც საჭიროა.

ბავშვები დაუცველები არიან და უმეტესად უფროსებზე დამოკიდებულნი. ყველა პროფესიონალმა, განსაკუთრებით მათ, ვინც ყოველდღიურ კონტაქტშია ბავშვებთან, უნდა გაიაზრონ პასუხისმგებლობა ბავშვების კეთილდღეობაზე. სამწუხარო ფატია ის, რომ მშობლები უმეტესად ვერ ხვდებიან, როგორ ძალადობენ საკუთარ შვილებზე. მაგალითად, როდესაც მშობლებს ბავშვის საქციელი არ მოსწონთ, ისინი ცდილობენ არამართებული გზით ამ პრობლემის მოგვარებას, რაც სამომავლოდ ბავშვზე ცუდად მოქმედებს.

სინამდვილეში საზოგადოების უმეტესობას არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას მოიცავს ბავშვზე ძალადობა. იმისთვის, რომ ძალადობაზე რეაგირება მოხერხდეს, პირველ რიგში, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რა სახის ქმედებაა ძალადობა; საზოგადოებას უნდა შეეძლოს ძალადობის ფორმების ამოცნობა და უნდა ესმოდეს, ვინ ითვლება ბავშვად.

საქართველოს კანონმდებლობით, ბავშვად ითვლება 18 წლამდე ასაკის ყოველი ადამიანი. სამწუხაროდ, ქართული მედიის ყურადღების ცენტრში ბავშვი მხოლოდ მაშინ ხვდება, როდესაც ის ძალადობის მსხვერპლია.

2016 წელს ბავშვებზე ძალადობის 191 შემთხვევა დაფიქსირდა. ერთ-ერთი ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 60% ამართლებს ბავშვის აღზრდისას ძალადობრივი მეთოდების გამოყენებას. ძალადობის მსხვერპლნი ძირითადად ხდებიან ისეთი ბავშვები, რომლებსაც უჭირთ თავის დაცვა ან ნაკლებად ინფორმირებულები არიან საკუთარი უფლებების შესახებ. ძალადობაგადატანილ ბავშვებს სირთულეები აღენიშნებათ სოციალიზაციაში: დარღვეული აქვთ კავშირი უფროსებთან, არ აქვთ თანატოლებთან ურთიერთობის უნარი, ვერ ახერხებენ ავტორიტეტის მოპოვებას სკოლაში და საზოგადოებაში. პრობლემების გადაჭრას კრიმინალურ და ასოციალურ გარემოში პოულობენ – ხშირად იწყებენ ქურდობას ან ჩართული არიან კანონმდებლობით დასჯად საქმიანობაში, ზრდასრულ ასაკში სერიოზული სირთულეები აქვთ ოჯახის შექმნისას. ძალდობის ნებისმიერი ფორმა ბავშვებში და მოზარდებში აყალიბებს პიროვნულ და ქცევით თვისებებს, რომლებიც მათ საზოგადოებისთვის ნაკლებადმომხიბვლელ და სახიფათო პიროვნებებად ავითარებს.

სხვადასხვა კვლევიდან გამომდინარე, ზრდასრული კრიმინალების 70% ბავშვობაში ძალადობაგანცდილი და უგულებელყოფილია. ბავშის სრულფასოვნად გაზრდის საკითხი მეტად მნიშვნელოვანი თემაა. ბავშებს არ შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა და მათი ხმაც ძნელად თუ სწვდება საგოდაოებას. ამიტომ აუცილებელია  ბავშვების დაუცველობის წინააღმდეგ საგანგებო ზომების მიღება. მაგალითად, ქვეყანამ უნდა დაისახოს მიზნად გრძელლვადიანი და მოკლევადიანი ამოცანები და უნდა მოხდეს ყველა მისაწვდომი რესურსის მობილიზება. ბავშვები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ, თუ როგორ გამოიყენონ მათთვის მინიჭებული უფლებები. მათ ხელი უნდა მიუწვდებოდეთ ინფორმაციაზე საკუთარი უფლებების შესახებ; უნდა მიეცეთ შესაძლებლობა  და ხელი უნდა შეეწყოთ, რომ მონაწილეობა მიიღონ ისეთ გადაწყვეტილებათა მიღებაში, რომლებიც მათ ცხოვრებაზე ახდენს ზემოქმედებას.

ბავშვების ინფორმირებულობისთვის ხალსაყრელია ბავშვთა უფლებების და მათ ინტერესებზე კონცენტრირებული ინტერნეტგვერდის შექმნა, ადგილობრივი და რეგიონალური მასშტაბის ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის შესახებ ბავშვების ინტერესებზე კონცენტრირებული ქარტიის გამოცემა, კამპანიების და ღონისძიებების ორგანიზება. თუმცა რაც ყველაზე მთავარია, უნდა მოხდეს თითოეული ადამიანის ინფორმირებულობა და მათი ცნობიერების ამაღლება.

 

მასალა მომზადებულია ევროკომიის მიერ დაფინანსებული პროექტის “განათლება ცვლილებებისთვის” ფარგლებში. პროექტს გორის სათემო რადიო “მოზაიკა” ახორციელებს.