ავტორი: მარიამ გაზაშვილი (გორის #5 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე)

 

ჩემს კლასში ერთ თანაკლასელ გოგონას, განსხვავებული ვარცხნილობის გამო, კლასლებმა დავცინეთ. არ ვიცი, როგორ გავხდი ამ პროცესის მონაწილე, მაგრამ ერთ-ერთი მეც ვიყავი მათ შორის. მანამდე ვერ მივხდი. რომ ფსიქოლოგიური მოძალადე ვიყავი, ვიდრე ჩემი თანაკლასელი არ ატირდა.  აი, აქ ვთქვი, რომ უნდა გავჩერებულიყავი – ვგრძნობდი, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებდით და ეს ყველაფერი თანკალასელის ცრემლებმა დამანახა – რომ არ ეტირა, მაინტერესებს, სადამდე არ გავჩერდებოდით, სადამდე გავაგრძელედებდით უმრავლესობა ერთი თანაკლასელის, განსხვავებული ვარცხნილობის გამო, დაცინვას. შემდეგ კლასის დამრიგებლი ჩაერია საქმეში. დიდხანს ვისაუბრეთ, ავუხსენით, რომ უნებლიედ მოხდა და განსაზღვრული არ გვქონდა მისთვის ტკივილის მიყენება. ბოლოს შევრიგდით. ბოდიში მოვუხადეთ, თუმცა მისი ცრემლიანი თვალები დღემდე მახსოვს.

ამის შემდეგ გავხდი  პროექტ “განათლება ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი მონაწილე, სადაც ტრენინგები ჩაგვიტარდა ბულინგზე და მივიღე პასუხი იმაზე, რაც სკოლაში მოხდა რომ მე ,,უნებლიე” ბულერი ვიყავი.

ბულინგი ჩემში ჩაგვრის, დაშინების, დატერორებისა და დისკრიმინაციის ასოციაციას იწვევს. ჩვენი ენით რომ განვმარტოთ, ეს არის უნებლიე თუ მიზანმიმართული ქმედება, რის შედეგადაც მსხვერპლი იღებს ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ თუ ემოციურ ზიანს.

ბულერების ნაწილი ვერ აცნობიერებს, რომ ისინი ფსიქოლოგიურ და ემოციურ ზიანს აყენებენ, და თუ დაუწყებთ ამაზე საუბარს, ისინი აღნიშნავენ, რომ ეს უნიებლიედ ხდება, რაც ხუმრობაა და არა – ძალადობა.

უნებლიე ბულინგი  ყოველდღიურად ხდება ჩვენს საზოგადოებაში და უმეტეს შემთხვევაში, ვერ ხდება მისი იდენტიფიცირება ძალადობად, და თუ ხდება, ვიცით კი, როგორ უნდა მოვიქცეთ, ან სად არის გამოსავალი?

ჩემი პასუხი ასეთია: ცოდნის გაღრმავება !!!

სკოლაში ყველა გავხუმრებივართ თანაკლასელს. ბევრჯერ დაგვიძახია ზედმეტსახელი, რომელიც მას არ სიამოვნებს.  ბევრჯერაც დაგვიცინია ერთმანეთისთვის  და მათთვის, ვინც ცოტა “განსხვავებულია”, ისე, რომ არც დავფიქრებულვართ, იმაზე თუ რას გრძნობენ ისინი ამ დროს.  ჩვენ თავს ვიდებთ, რომ კარგი ადამიანები ვართ და ვიბრძვით ბულინგის წინააღმდეგ, მაგრამ თუ ყველა ჩვენს გულში ჩავიხედებით, მივხვდებით, რომ ნებით თუ უნებლიეთ ჩვენც ბულერები ვართ. ყოველ ქმედებას სჭირდება გააზრება …

 

პ.ს. “ბულერის” ნაცვლად, შემეძლო, დამეწერა “მოძალადე”, თუმცა ასე არ მოვიქეცი, რადგან  მათ შორის არის პატარა განსხვავება – ბულერების დანახვა უფრო რთულია.

 

მასალა მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “განათლება ცვლილებებისთვის” ფარგლებში. პროექტს გორის სათემო რადიო “მოზაიკა” ახორციელებს.