სოციუმი “დემოკრატიის სკოლები და დემოკრატიზაცია”

დემოკრატიის სკოლებში მსმენელების ახალი ჯგუფის მიღება მიმდინაროებს. მსურველებს აპლიკაციების შევსება 28 ივლისამდე შეუძლიათ.

დემოკრატიის სკოლა წარმოადგენს ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი თვიმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, წარმატებული სტუდენტებისა და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის 18 წლიდან. პოლიტიკური განათლების ცენტრები საქართველოს ოთხ ქალაქში ფუნქციონირებს: ბათუმი, ქუთაისი, გორი და თელავი.სწორედ დემოკრატიის სკოლების შესახებ საუბრობს გადაცემა “სოციუმში” “მრავალპარტიული დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის” (EECMD) აღმასრულებელი დირექტორი ლევან ცუცქირიძე.