ქართველი არტისტები ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ფესტივალზე

ბრისტოლმა, რომელიც დასავლეთ ინგლისში, მდინარე ეივონისა და ატლანტის ოკეანის შესართავთან მდებარეობს, რამდენიმე დღის წინ ქართველ არტისტებს უმასპინძლა – მიზეზი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქუჩის ფესტვალში მათი მონაწილეობა იყო.

20525842_1116547578479548_2826398217246004212_n

Upfest – ასე ჰქვია იმ ქუჩის ხელოვნების ფესტივალს, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. მათ შორის იყვნენ ქართველი მხატვარი Dr Love და ქართული მუსიკალური ჯგუფი MokuMoku.

ფესტივალში, რომელიც სამი დღე გრძელდებოდა და რომელსაც ჯამში 50 000 ადამიანი სტუმრობდა, ქართველი მხატვარი უკვე მესამედ იყო მიწვეული.

„ყოველწლიურად, წლის დასაწყისში არის რეგისტრაცია არტისტების, სადაც საკმაოდ დიდი რაოდენობის არტისტებიდან არჩევენ მხოლოდ 300 არტისტს. პირველად 2015 წელს ვიყავი, 2016 შიც ვიყავი მიწვეული, თუმცა პირადი მიზეზების გამო ვერ მოვახერხე”, – გვითხრა Dr Love-მ.

1912458_919568851453193_4050729088220550095_n

 

Dr Love 32 წლის ქართველ მხატვარ ბაჩა ხოფერიას ფსევდონიმია. თავდაპირველად ბაჩა ნახატებს მაისურებზე აკეთებდა, თუმცა მალე მისმა შემოქმედებამ ქუჩის კედლებზე გადაინაცვლა. როგორც თავად ამბობს, ხატვა მისი სამოქალაქო აქტივიზმის ნაწილია.

 

 

“ხატვა მხოლოდ არტის ერთ-ერთი მიმდინარეობა არ არის. ეს ჩემი აქტივიზმის ნაწილია და აქტივობის ეს ფორმა მე ძალიან მომწონს. ჩემი ნამუშევრების მთავარი მიზანი გარშემო სიყვარულის გავრცელებაა. რაც შეეხება წლევანდელ ნამუშევარს, მგონია სათქმელი ისედაც მკაფიოდ ჩანს, თუმცა ალბათ მაინც მნახველის წარმოსახვაზეა დამოკიდებული, თუ რას დანიახავს.”

20663825_1448731078536965_8453331151188590118_n „ჩვენი ქვეყნის შესახებ, სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის. ასეთ მასშტაბურ ფესტივალებში ქართველი არტისტების მონაწილეობა კი, ჩემი აზრით, ერთ-ერთი კარგი საშუალება, რომ ადამიანებმა ჩვენი და ჩვენი ქვეყნის შესახებ გაიგონ. „Upfest“ ერთ-ერთი ყველა მასშტაბური ფესტივალია მსოფლიოში. მას უამრავი ბლოგერი და ჟურნალისტი ესწრება ხოლმე. ეს კი იმის გარანტია, რომ თუ რომელიმე არტის ნამუსევარი წარმატებული იქნება. ის ყურადღების მიღმა არ დარჩება“, – ამბობს Dr Love.

მის ამ მოსაზრებას ის გამოხმაურებებიც ადასტურებს, რომლებიც მის მიერ ორი წლის წინ ამავე ფესტივალზე შექმნილ ნამუშევარს მოჰყვა, და რომელიც საუკეთესო Street Art-ების სიაშიც მოხვდა.

11781760_879458002130945_7455104015193087976_n

რაც შეეხება მუსიკალურ ბენდ MokuMoku-ს, მან ფესტივალში მონაწილეობა წელს პირველად მიიღო.

20597429_1116018328532473_1831027313906379231_n

 

ავტორი : გვანცა დოლუაშვილი

მასალა მომზადებულია მშვიდობის ჟურნალისტიკაში EUMM-ის სპეციალური პრიზის ფარგლებში, “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” (IWPR) მიერ ორგანიზებული ერთთვიანი მივლინების დროს ლონდონში.